LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რატომ გაცვია პიჯაკი შეხსნილი ღილებითო” – თბილისში, ავტობუსში მოქალაქეს ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ

113
Untitled

არსებული ინფორმაციით, თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეს ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ. ამის შესახებ თვითმხილველმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, კაცმა, იყო როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა და მუქარა.

„ეს “კაცი” თავს დამესხა ავტობუსში ჩემი პიჯაკის გამო, რატომ გაცვია შეხსნილი ღილებითო, მეთქი – რა შენი საქმეა, მე რა მეცმევათქო და დავიწყეთ კამათი. მერე ეს კაცი წამოდგა და ხელის დასარტყამად გამოიწია, მერე კიდევ ერთმა წამოიწია და თითქმის ბრბოს ქვეშ მოვხვდი, რომელიც მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა, მერე გოგონებმა გამარიდეს და ავტობუსის წინა ნაწილში გადავედი, სადაც 112-ში დავრეკე.

ეს კაცი მოკვლით მემუქრებოდა, სხვა გზა არ მქონდა. დიდუბეში უნდა მოსულიყო ეკიპაჟი, რომელსაც დიღმის მასივიდან გადასცეს განცხადების შესახებ, მაგრამ არ მოვიდნენ დროულად და ავტობუსი წავიდა წინ, მერე წერეთლის 126 გააჩერა მძღოლმა პოლიციას ველოდებოდით. ეს კაცი წინ გადმოვიდა და ხელი დამარტყა. მეც თავი დავიცავი და ჩემი ძალით მოვიგერიე, მერე უკან დაიხია და მუქარებზე გადმოვიდა. ავტობუსში ზოგიერთი “ქალი” მე მაბრალებდა ამას. ვერ გიყვებით ღრმად დეტალებს, რადგან ცუდად ვარ ამას რომ ვწერ. მერე პოლიცია მოვიდა და სასწრაფო გამოიძახეს.

ეს ომია თავისუფალი ადამიანების და უმცირესობების წინააღმდეგ, ეს თავდასხმაც ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა”, – წერს მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო.

ფოტო: შემთხვევის ამსახველი ვიდეოდან
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g