LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გადაახდევინეს კანადის რესტორანში კლიენტს ზედმეტი

20

კანადის ერთ-ერთ რესტორანში კლიენტს ზედმეტი მხოლოდ იმის გამო გადაახდევინეს, რომ მას აზიური გარეგნობა ქონდა.

გამოცემა“The Georgia Straight”-ის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ კვებეკში მოხდა. დაზარალებული მელვინ პანი კანადის მოქალაქეა და უკვე წლებია ვანკუვერში ცხოვრობს, თუმცა წარმოშობით ის ჩინეთიდანაა. პანმა მეგობარ გოგონასთან ერთად რესტორან „Aux AnciensCanadiens“-ში ივახშმა და როდესაც თანხის გადახდის დრო მოვიდა, მას გარდა დანახარჯისა, დამატებით მომსახურების 15%-იც აანაზღაურებინეს. როგორც დაწესებულების მენეჯერმა მას აუხსნა, დამატებითი გადასახადი, მხოლოდ აზიელი, ძირითადად ჩინელი, იაპონელი და კორეელი სტუმრებისთვის იყო დაწესებული. საქმე ისაა, რომ ამ ქვეყნებში ჩაის დატოვების ტრადიცია არ არსებობს, ამიტომ რესტორანმა მომსახურების თანხის დატოვება აზიელებისთვის სავალდებულო გახადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები