LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გადაწყვიტა დიდხნიანი პაუზის შემდეგ სტეფანემ მუსიკაში დაბრუნება და რისთვის ემადლიერება ნიკოლოზ რაჭველს: „ფინანსურად ძალიან რთული იყო გამკლავება, როცა გყავს შვილი და ოჯახი სარჩენი…“

268
სტეფანე

ნიკოლოზ რაჭველმა რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „ვარსკვლავური დუეტი“ სტეფანეს სთხოვა, გაეხსენებინა შემოქმედებითი პაუზა, რომლის დროსაც საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარა:

„დეპრესიას ვერ დავარქმევ, მაგრამ ეს იყო პერიოდი, როდესაც მე ვიყავი ხშირად ცუდ ხასიათზე, მაგრამ შენ და კიდევ ორ ადამიანს შორის იყავი, ვინც სულ ცდილობდა გადავეყვანე სხვა ხასიათზე. ძალით ჩაგიგდივართ თვითმფრინავში და წაგიყვანივართ სხვა ქვეყანაში. ძალიან კარგად გასულა ეს პერიოდი. უთქვენობა არ მიგრძნია არასდროს. სიმღერითაც იმიტომ დავბრუნდი, რომ ჩემი პროფესია იყო და მივხვდი, რომ სინამდვილეში არაფერი შემეძლო მუსიკაში მოღვაწეობის გარდა. ფინანსურად ძალიან რთული იყო გამკლავება, როცა გყავს შვილი და ოჯახი სარჩენი… შემთხვევით მოხდა, რომ მუსიკაში დაბრუნება გადავწყვიტე…“

ნიკოლოზ რაჭველი კლინიკურ სიკვდილზე: „პირველი ოპერაციის დროს გული გამიჩერდა… ვნახე გვირაბი, სინათლე, იყო სურვილი არდაბრუნების…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g