საზოგადოებაში გაჩენილი ინტერესის პასუხად, ”თიბისი ბანკი” მენეჯმენტის წევრების მხრიდან აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ”ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ:
„საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის თანახმად, ბანკის მენეჯმენტი კომპენსაციის უმეტეს ნაწილს ნაღდი ფულის ნაცვლად აქციების სახით იღებს. მათ აქვთ სრული უფლება, ნებისმიერ დროს, პირადი თუ ოჯახური საჭიროებიდან გამომდინარე, გაყიდონ მათ მფლობელობაში არსებული აქციები. ისეთ კომპანიებში, რომელთა აქციებიც ივაჭრება საერთაშორისო, თუ ადგილობრივ ბირჟებზე, მენეჯმენტის წევრების/აქციონერების მხრიდან აქციების გაყიდვა არის გავრცელებული პრაქტიკა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.
აღსანიშნავია, რომ მენეჯმენტის ყველა ის წევრი, რომელმაც აქციების უმნიშვნელო წილი ახლახანს გაასხვისა, კვლავ რჩება ”თიბისი” ბანკის აქციონერად და ტოპ-მენეჯმენტის შემადგენლობაში,“ – წერია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.