LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ გახდა ეს ასეთი მოდური? მათი სარგებლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშაა“ – მაია ბუწაშვილი საკვები დანამატების მიღებაზე

2423
მაია ბუწაშვილი

„ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ვინც სპორტულ დარბაზებში დადის, იღებს სხვადასხვა საკვებ დანამატს (პროტეინებს, კრეატინს, სხვადასხვა მცენარის ექსტრაქტს და სხვ.). ზოგჯერ ეს სრულიად უკონტროლოდ ხდება და ადამიანი რამდენიმე დანამატს ერთდროულად იღებს, რითაც შეიძლება მაგალითად. მიღებული პროტეინების რაოდენობა მკვეთრად აღემატებოდეს დღეღამურ ნორმას“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს.

მისი განცხადებით, „არაერთი ახალგაზრდა, რომელსაც მომატებული აქვს ღვიძლის ფუნქციები და სხვა აშკარა მიზეზი არ იკვეთება, სწორედ ჭარბად იღებს საკვებ დანამატებს“.

„რეალურად მათი სარგებლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, ხოლო პოტენციური მავნე ზემოქმედება არასწორი მიღებისას (რაც აშკარად ხშირია) მნიშვნელოვანი.

რატომ გახდა ეს ასეთი მოდური და რატომ არ არის საკმარისი ბალანსირებული, პროტეინებით მდიდარი საკვების მიღება?

გარდა ამისა, საკვები დანამატების ბრჭყვიალა და მქუხარე რეკლამების უკან არავინ იცის რეალურად რა ხარისხის პროდუქცია დგას“, – წერს მაია ბუწაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g