LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გახშირდა ლეტალური შედეგები მშობიარობისას​ აუცრელ კოვიდინფიცირებულ ორსულებში? – დავით გაგუა განმარტავს

622
pjimage-2021-08-27t083718-108

დავით გაგუას კლინიკის დირექტორმა და მეან-გინეკოლოგმა, დავით გაგუამ განმარტა, რატომ გახშირდა ლეტალური შედეგები მშობიარობისას​ აუცრელ კოვიდინფიცირებულ ორსულებში.

ამის შესახებ გაგუამ “იმედის” ეთერში ისაუბრა.

„იმუნური სისტემა პასუხობს ორსულობას და სხვა პათოლოგიებიც თავს იჩენს. შესაბამისად, ორსულობის განვითარების დროს გართულებები მეტად მოსალოდნელია. ახლა უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მოიმატა ნაადრევმა მშობიარობამ და მკვდრადშობადობებმა. ერთი თვის წინ ასეთი მონაცემები არ იყო. მოიმატა რადგან იმუნურმა სისტემამ და ბრძოლისუნარიანობამ ვერ უპასუხა. დელტა შტამი უფრო დიდი აგრესიულობით იჩენს თავს და უფრო ვერაგად და მძიმედ მიმდინარეობს“, – განაცხადა დავით გაგუამ.

დავით გაგუა – განსაკუთრებით ამ მძიმე სტატისტიკის შემდგომ, ვფიქრობ სამეანო საზოგადოება ერთხმად მოუწოდებს ორსულებს რომ აიცრას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g