ცნობილმა ბრიტანულმა როკ-ჯგუფმა Radiohead, ახალი ალბომის „A Moon Shaped Pool“ გამოსვლამდე გადაწყვიტა, ინტერნეტიდან მათ შესახებ არსებული ინფორმაცია სრულად წაეშალა.
კოლექტივის წევრის, სტენლი დონვუდის განცხადებით, ასეთი ნაბიჯის გადადგმა მათ პოპულარობის მკვეთრმა კლებამ აიძულა. მისი თქმით, ინფორმაციის გაქრობისთანავე თაყვანისმცემლებში პანიკა ატყდა, რაც ჯგუფის სასიკეთოდ მეტყველებს. Radiohead-ის წევრები გაახარა იმ ფაქტმა, რომ მსმენელები მუსიკოსების შესახებ ჯერ კიდევ ღელავენ.