LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რატომ გგონიათ, რომ რომელიმე თქვენგანის ცხოვრება ამ გოგოს ცხოვრებაზე მნიშვნელოვანია? როდის გავცხოველდით ასე?!” – რას წერენ კორონავირუსით გარდაცვლილ ორსულზე

7383
70918772-10214354048874794-7297052648815984640-n

თბილისში კორონავირუსს 8 თვის ორსული ემსხვერპლა.

გარდაცვლილი ექიმი-რადიოლოგი ნინო ნაცვლიშვილია.

როგორც ცნობილია, ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს.

“მშო­ბი­ა­რო­ბამ­დე ორი კვი­რით ადრე და­ე­მარ­თა კო­ვიდი, ბავ­შვი გა­დარ­ჩა, ნი­ნო ვერა” – კორონავირუსს ექი­მი-რა­დი­ო­ლო­გი ნინო ნაც­ვლიშ­ვი­ლი ემსხვერპლა

ახალგაზრდა ექიმის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გთავაზობთ ერთ-ერთ სტატუსს.

“დღეს, ისე როგორც არასდროს ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ!!!!!!!

“რატომ გგონიათ, რომ რომელიმე თქვენგანის ცხოვრება ამ გოგოს ცხოვრებაზე მნიშვნელოვანია? იქნებ რამდენი თქვენგანის სიცოცხლე გადაერჩინა წლების შემდეგ… რა უნდა ვუთხრათ მის 2 წლის შვილს რომ გაიზრდება და შეგვეკითხება რა ჩავიდინეთ? 21-ე საუკუნეში აცრის შეგვეშინდაო?

პირბადე არ გავიკეთეთო ?! ბალიზე წასასვლელად ხომ კარგად იცრებით?!

სად ხარ დედა-ეკლესიავ, რატომ არ დადგები ფეხზე ისე, როგორც შენ ქვეყანას ეს ახლა სჭირდება!!!!

რატომ ღირს ჯიპიანი მამაოების სათავისოდ შემობრუნებული ქადაგება ამ გოგოს სიცოცხლეზე მეტი?! როგორ დაგტანჯეთ იესო, წამება ხომ არ გაკმარეთ და ახლა ყველა ჩვენ შეცდომას, ყველას გაუკეთებელ საქმეს შენ გთხოვთ-ღმერთო მიშველეო!

სიკვდილსაც შენ გაბრალებთ- უფალს თავისთან უნდა კარგებიო…

როდის გავცხოველდით ასე?!!!!”-წერს მაიკო დემურიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g