LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ იმალებით?!“ – ნიკოლა პელტცმა დედამთილ-მამამთილის ყველა ფოტო წაშალა – წყვილის პირველი გამოჩენა სკანდალის შემდეგ

1053
page

ბრუკლინ ბექჰემი და მისი მეუღლე, ნიკოლა პელტცი საჯაროდ პირველად გამოჩნდნენ მას შემდეგ, რაც მათ დევიდ და ვიქტორია ბექჰემებს მხოლოდ იურიდიული ენით კონტაქტი მოსთხოვეს.

ბექჰემი ბექჰემის წინააღმდეგ – 2026 წელი დევიდისთვის და ვიქტორიასთვის შოკისმომგვრელი დარტყმით იწყება – საქმეში იურისტები ჩაერთნენ

ისინი დასავლეთ ჰოლივუდში შენიშნეს. წყვილს აშკარად აღარ სიამოვნებდა პაპარაცების ყურადღება, მეტიც, ნიკოლა შავი ნიღბით გადაადგილდებოდა.

„აღარ მოგწონთ ყურადღება და იმალებით?!“, – არ წყდება მწვავე კომენტარები წყვილის მიმართ.

მედიის ცნობით, 26 წლის ბრუკლინმა მშობლებს სთხოვა, მასთან კომუნიკაცია მხოლოდ იურისტების მეშვეობით ეწარმოებინათ და თავი შეეკავებინათ მის შესახებ სოციალურ ქსელებში საჯარო პოსტებისგან. როგორც ირკვევა, ეს გადაწყვეტილება ბრუკლინმა საკუთარი და მეუღლის ფსიქიკური ჯანმრთელობის დასაცავად მიიღო, რადგან მშობლების მიერ გამოქვეყნებული პოსტები, სადაც ის იყო მონიშნული, მასზე უარყოფითად მოქმედებდა და საზოგადოებისგან უარყოფით კომენტარებსაც იწვევდა.

დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, როცა ნიკოლამ „ინსტაგრამზე“ ბექჰემების ოჯახის შესახებ ყველა პოსტი წაშალა, მათ შორის ვიქტორია ბექჰემისადმი მიძღვნილი დაბადების დღის მილოცვაც. ბრუკლინმა კი სოციალურ ქსელებში მშობლები და და-ძმა დაბლოკა.

ფოტო/ვიდეო: მშობლებთან სკანდალის ფონზე, ბრუკლინ ბექჰემი ემოციურ პოსტს ავრცელებს

ბრუკლინ ბექჰემმა „ინსტაგრამზე“ მშობლები და ძმა დაბლოკა – ბექჰემების ახალი სკანდალი და შოკირებული დევიდი და ვიქტორია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები