LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ იქნება ბატეთის ტბაზე შესვლა ფასიანი?

4163

ბატეთის ტბაზე შესვლა ფასიანი გახდება. ტბა ქარელის რაიონში, ძამას ხეობაში მდებარეობს. ტერიტორია იჯარით შპს ”მიუნჰაუზენს” აქვს აღებული.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის წარმომადგენელმა სიმონ გუნცაძემ განუცხადა, გაზრდილი ტურისტული ნაკადის გამო ტერიტორია დაბინძურდა, მოსკრებლიდან შემოსული ფული კი ტერიტორიის დასუფთავებას მოხმარდება.

”მიმდებარე ტერიტორიაზე 28 ეკლესია, სადაც ხშირად მომლოცველები დადიან, მათ ალბათ უფასოდ გავატარებთ, მაგრამ ტურისტებმა მოსაკრებელი უნდა გადაიხადონ. ვფიქრობთ, რომ ეს ალბათ, 5 ლარი იქნება კაცზე. იქაურობა საშინლად დანაგვიანებულია და ვეცდებით დავასუფთაოთ. თანაც, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ტერიტორია იჯარით გვაქვს აღებული, რომელიმე ტურისტმა რომ უბრალოდ, ხის ტოტი მოტეხოს 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა გვიწევს, ჯარიმა კი ბევრჯერ გადაგვიხდია” – განუცხადა ”ფორტუნას” სიმონ გუნცაძემ.

მისივე თქმით, გადასახადის გადახდის პუნქტი ტბის შესასვლელში განთავსდება, გზა კი გადაიკეტება.

ამასთან, კომპანიის წარმომადგენლები ტბაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასაც გეგმავენ.

შპს ”მიუნჰაუზენს” ბატეთის ტბის ტერიტორია იჯარით 2000 წლიდან 2030 წლამდე აქვს აღებული და დანტერესებულ პირებს სამონადირეო სერვისს სთავაზობს. ნადირობის სეზონი შემოდგომაზე იწყება, ტყეში კი ”მიუნჰაუზენის” წარმომადგენლების ინფორმაციით, ღორი, შველი, მგელი, ტურა და მელა ბინადრობს. 20-კაციანი სამონადირეო ჯგუფის შემთხვევაში, ერთ პერსონაზე მოსაკრებელი 50 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g