LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ იყო პატიმრობაში მყოფი ზუგდიდის ყოფილი მერი რესტორანში – პენიტენციურის განმარტება

1264
9322c52b289fdbaabfbf9093259735fe

ქრთამის აღებისთვის მსჯავრდებული ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია რესტორანში იყო. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ odishinews-მა გამოაქვეყნა.

როგორც გამოცემა წერს, პატიმრის რესტორანში ყოფნის ამსახველი ფოტო ყოფილი მერის ცოლმა, ნანა თოდუამ ფეისბუქზე დადო.

პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ პატიმარს სასჯელის ვადად ერთ წელზე ნაკლები აქვს დარჩენილი, ლაშა გოგია არის პატიმრის გათავისუფლებისათვის მომზადების ნაწილში და უქმეებზე ციხის დატოვება შეუძლია.

“პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის თანახმად, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით დასვენებისა და უქმე დღეებში შესაძლებელია გათავისუფლებისათვის მომზადების ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულს მიეცეს პენიტენციური დაწესებულების დატოვების უფლება. პატიმრობის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები 2017 წლის ივნისში შევიდა და ამ ცვლილების ამოქმედების ვადად 2018 წლის 1 იანვარი განისაზღვრა” – აცხადებენ პენიტენიურში.

პროკურორი - აუდიოჩანაწერი, სადაც ლაშა გოგიასა და გია გულორდავას მიერ ქრთამის აღებაზეა საუბარი, ავთენტურია

“ექსპერტიზამ დაადგინა, გავრცელებული აუდიოჩანაწერი, სადაც ლაშა გოგიასა და გია გულორდავას მიერ ქრთამის აღებაზეა საუბარი, ავთენტურია,”- ამის შესახებ საქმის პროკურორმა ბექა ეჟიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ბრალდების მხარის პოზიცია იქნება, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახეთ გამოყენებული იყოს პატიმრობა. „ლაშა გოგია და გია გულორდავა დაკავებულები არიან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების […]

როგორც უწყებაში აცხადებენ, მსგავსი უფლებით სარგებლობს ლაშა გოგიასთან ერთად დაკავებული მისივე ყოფილი მოადგილე, გია გულორდავაც.

“მსჯავრდებულების მიმართ დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ ყოფილა და ისინი აკმაყოფილებენ სხვა კრიტერიუმებსაც, რაც ზემოთმოყვანილი უფლებით სარგებლობის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით არის დადგენილი” – აცხადებენ პენიტენციურში.

ლაშა გოგია და გია გულორდავა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით პირველ ნოემბერს დააკავეს.

ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა — 21 500 აშშ დოლარი.