“სამეფო კარის თამაშები“ რეკორდებს ხსნის, თუმცა გარდა საუკეთესო სცენარის წოდებისა და ყველაზე დიდი აუდიტორიისა, სერიალი ნეგატიური კუთხითაც გამოირჩევა: ამ მომენტისთვის მასში მოკლული პერსონაჟების რიცხვი 400-ს უტოლდება. ამ თემაზე თავად ჯორჯ მარტინმა ისაუბრა. მისი თქმით, შეუძლებელია ისაუბრო ომსა და ძალადობაზე სიკვდილის გარეშე. „თუ გინდა იყო მართალი, ეს მთავარ პერსონაჟებზე უნდა აისახოს“, -განაცხადა მარტინმა.
აღსანიშნავია, რომ სერიალის თაყვანისმცემლებისთვის ყველაზე მოულოდნელი და ტრაგიკული ჯონ სნოუს სიკვდილი იყო. „თქვენ არ ცხოვრობთ მუდმივად მარტო იმიტომ, რომ საყვარელი ბავშვი ან საუკეთესო გმირი ხართ. მე ყველა ჩემი პერსონაჟი მიყვარს და ძალიან მიჭირს, როდესაც იძულებული ვარ ისინი მოვკლა. ვცდილობ ვიფიქრო, რომ მათ არა მე, არამედ სხვა პერსონაჟები კლავენ და ამით პასუხისმგებლობას ვიხსნი“, – განაცხადა წიგნის „სიმღერა ყინულსა და ცეცხლზე“ ავტორმა, რომლის მიხედვითაც „სამეფო კარის თამაშები“ არის გადაღებული.