LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ მცირდება უმუშევრობა მხოლოდ ფურცელზე – „კერძო სექტორი უნდა ასაქმებდეს ადამიანებს და არა სახელმწიფო“ /„ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

16
fortuna.ge (26)

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან ემიგრაციაში ყოველწლიურად 100 ათასამდე ადამიანი მიდის. ამის ძირითადი მიზეზი სიღარიბეა. სამწუხაროა ის, რომ წასვლის მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს.

დემოგრაფიულთან ერთად, სამუშაო ძალის მასობრივი გადინება ქვეყნიდან საქართველოს ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანი პრობლემაა.

ამ ფონზე, სულ უფრო აქტიურად ისმის დამსაქმებლებისგან, რომ მათ მუშახელის პრობლემა აქვთ და მალე იძულებული იქნებიან, უცხოეთიდან ჩამოიყვანონ შესაბამისი კადრები.

 „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ეკონომისტი ირაკლი მაკალათია საუბრობს.  

– ირაკლი, წლებია, ვსაუბრობთ, რომ ქვეყნიდან მუშახელის გადინება პრობლემაა. ქვეყნიდან მიდიან ადამიანები, რომლებსაც მუშაობა შეუძლიათ. უცხოეთში უსაქმოდ არავინ მიდის. რატომ ვერ ვასაქმებთ ქვეყანაში  და რა შედეგებამდე შეიძლება, რომ მივიდეთ?

– საკმაოდ მტკივნეული თემაა, როგორც დემოგრაფიული ასევე ეკონომიკური მიმართულებით. განსაკუთრებით იმის გამო, რომ გადინება ხდება ძირითადად აქტიური ადამიანების, ანუ ადამიანების, რომლებიც ქვეყანაში უნდა იყვნენ და ეკონომიკურ დოვლათს უნდა ქმნიდნენ.

ეს ყველაფერი უმუშევრობის დონეზე სტატისტიკურადაც ახდენს გავლენას.

მთავარი მიზეზი უმუშევრობის შემცირების ის არის, რომ ეკონომიკურად აქტიური ადამიანები გადიან ქვეყნიდან, რომლებიც აქ უნდა ქმნიდნენ ეკონომიკურ დოვლათს და  შესაბამისად უმუშევრობის დონის რიცხვები ფურცელზე მცირდება.

უმუშევრობა სტატისტიკურად მცირდება მრიცხველისა და მნიშვნელის გაყოფით, თუმცა ეკონომიკური პრობლემა საკმაოდ მწვავეა.

– ამ ყველაფრის მიზეზი, რა თქმა უნდა, არის სიღარიბე და ის, რომ აქ ადამიანები ვერ ნახულობენ შესაბამის სამსახურს, შესაბამისი ანაზღაურებით და პირობებით და მიდიან საზღვარგარეთ.

ეს განსაკუთრებით შეეხო საშუალო და დაბალი კვალიფიკაციის მუშახელს, რომლის ნაკლებობაზეც ბიზნესი უკვე ყოველდღიურად საუბრობს. ამბობენ,  რომ კადრების?

– ეს რასაკვირველია, პირველ რიგში ეკონომიკას უკავშირდება. ადამიანი, რომელიც საკმაოდ წარმატებულია, უნდა, რომ უცხო ქვეყანაში წავიდეს, აიმაღლოს კვალიფიკაცია და იქვე დასაქმდეს. არის შემთხვევები, როდესაც უნდა, ჩამოვიდეს ქვეყანაში და საქმიანობით გამოადგეს ქვეყანას, ეს სხვა საკითხია, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ძირითადად საშუალო რგოლი მიდის ქვეყნიდან.
რაც განპირობებულია იმით, რომ ადგილობრივ ბაზარზე ვერ საქმდებიან.

 მთავარი გამოწვევა, რაც ყველა მთავრობას წინ უდგას, არის, ეკონომიკის განვითარება და ქვეყნის ეკონომიკის იმ რეალურ რელსებზე დადგომა, რაც ქვეყნის განვითარებას გამოიწვევს.

– ჩვენ ვახსენეთ, რომ ფურცელზე მცირდება უმუშევრობა. პოლიტიკოსები ამაყობენ ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებლებითაც.

თუმცა საპირისპირო მხარეს ჩვენ გვაქვს, რომ რეალურად ქვეყნიდან გადის შეიძლება ნაკლებად კვალიფიციური, მაგრამ მუშახელი, რომელიც მომსახურების სფეროში დასაქმდებოდა, მაგრამ ხელფასის პრობლემაა.

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი ამბობს, რომ ხელფასებმა მომსახურების სფეროში მოიმატა, მაინც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანებს ღირსეული სამსახური შესთავაზონ..

– ხელფასების ნომინალში ზრდის ტემპი გვაქვს. ხელფასი იზრდება, მაგრამ რა ტემპით იზრდება, ეს სხვა საკითხია. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც გვაქვს მაღალი ინფლაცია. ბოლო ერთი წლის პერიოდში, ჩვენ არა ნომინალური ხელფასით, არამედ რეალური ხელფასით უნდა ვიმსჯელოთ.

ნომინალში გაზრდილი ხელფასები ვერ უზრუნველყოფს ამ ადამიანების თუნდაც სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას, ან თუნდაც მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროგრესს. შესაბამისად უწევთ სხვა ქვეყანაში წასვლა.

დაბალი ხელფასები გვაქვს ჯერ ერთი იმიტომ, რომ დაბალი ეკონომიკა გვაქვს. კომპანიები დიდ მოგებაზე არ გადიან, შემოსავალი არ აქვთ და ვერ სთავაზობენ მაღალ ხელფასებს ადამიანებს.

არის კიდევ ერთი პრობლემა – კონკურენცია. როდესაც სამუშაო ძალის მიწოდება დიდია და ცოტაა სამსახური და ბიზნესი, რომელიც მათ დაასაქმებენ, შესაბამისად მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი განაპირობებს იმას, რომ დაბალი ხელფასები შესთავაზონ დასაქმებულებს.

ეკონომიკის განვითარება მიმართული უნდა იყოს იქით, რომ ბიზნესის ბრუნვა და ეკონომიკური საქმიანობა გაიზარდოს, რომ უფრო მეტად შემოსავლიანი გახდეს, მერე კი კონკურენცია გაიზარდოს და კონკურენციის პირობებში პოტენციურად დასაქმებულებს მეტი ხელფასი შესთავაზონ.

გარდა ამისა, პრობლემა არის ისიც, რომ მთავარი შემოსავლის წყარო დღეს არის ხელფასებიდან მიღებული თანხა. ადამიანი თავს დასაქმებულად თვლის, თუ კომპანიაში ხელფასს იღებს და არ ფიქრობენ იმაზე, რომ შემოსავლის სხვა წყაროც ჰქონდეს.

ამ მიმართულებით კონკურენცია თუ გაიზრდება, ცხადია ხელფასების ზრდაც გარდაუვალი იქნება.  სხვა შემოსავლის წყაროების მოძიებით გაჩნდება დამატებითი შემოსავლის წყაროც,  ყველაფერი დაბალანსდება და ნორმალური ეკონომიკის განვითარების ქვეყანა გავხდებით.

– საქსტატმა ბოლოს გამოაქვეყნა მედიანური ხელფასი, ანუ საშუალო ხელფასი თუ არის 1300 ლარი, მედიანური გამოვიდა 900 ლარი.  900 ლარი ხელზე აღებული 720 ლარი გამოდის. გამოდის, ქვეყნის უმრავლესობა დაახლოებით 700 ლარზე მუშაობს.

როგორი რთულია თუნდაც ერთი ადამიანისთვის ამ თანხით ერთი თვე ცხოვრება, ძალიან კარგად ვიცით.

თითქმის 400 ლარამდეა ცდომილება აქამდე გამოყენებულსა და ახლანდელ მეთოდოლოგიას შორის.
ამ ფონზე მეეჭვება, რომ უცხოეთიდან მოვიზიდოთ მუშახელი, რომელსაც სურვილი ექნება, რომ საქართველოში 200 ლარზე იმუშაოს.

– კარგია, რომ მედიანური ხელფასი საქსტატმა შეიმუშავა. ხშირად ვამბობდით, რომ საშუალო ხელფასით ვერ განსაზღვრავ შრომის ბაზარზე რა მდგომარეობაა.

ხელფასები დალაგებულია ზრდადობის პრინციპით, შუა ნაწილში რაც მოუწევს, ეს არის მედიანური ხელფასი, ეს კი ნიშნავს, რომ 720 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს დასაქმებულების 50%-ს.

ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. დასაქმებულების ნახევარს აქვს 720 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვთ და თუ გამოვიკვლევთ, ვის რამდენი აქვს, კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა.  შემოსავლის სამსახურის მონაცემებით დასაქმებულების დაახლოებით 2 %-ს ჰქონდა 5 ათას ლარზე მეტი ხელფასი.

5 ათასი ლარი თითქოს მაღალ თანხად მოჩანს ჩვენი პირობებიდან გამომდინარე, მაგრამ განვითარებული ქვეყნისთვის ეს საშუალო მაჩვენებელია.

და ასეთი ხელფასი, რომ მხოლოდ 2 %-ს აქვს, ნათლად მიუთითებს, რა მდგომარეობაა შრომის ბაზარზე.
თქვენ რაც ბრძანეთ, როგორ შეიძლება დავაინტერესოთ უცხოელებიო, პასუხი ნათელია,  დავაინტერესებთ მხოლოდ დაბალანაზღაურებად მუშახელს..

ჩვენ მაღალკვალიფიციური ადამიანები უნდა მოვიზიდოთ, როგორც ადგილობრივი, ისევე უცხოელი, რადგან ამით ჩვენი კომპანიის განვითარებას ხელს შევუწყობთ.

ამ პირობებში კი შრომის ბაზრის მოთხოვნილებიდან გამომდინარე, მაღალკვალიფიციურსაც ვერ მოვიყვანთ, რომელიც მერე ჩვენს განვითარებას შეუწყობს ხელს.

ესეც პრობლემაა.

– ძალიან ბევრი პრობლემა დავსახეთ და იმედია, გადაჭრის გზები გამოჩნდება. სახელმწიფოს როლი აქ მნიშვნელოვანია.
სახელმწიფო არ უნდა ქმნიდეს სამუშაო ადგილებს, ის უნდა ქმნიდეს სამუშაო პირობებს, რომ ბიზნესს მიეცეს საშუალება, რომ უფრო მეტი ადამიანი დაასაქმონ.

-კერძო სექტორი უნდა ასაქმებდეს ადამიანებს და არა სახელმწიფო.

როცა ვსაუბრობთ ეკონომიკურ განვითარებაზე და მეორეს მხრივ ვხედავთ, რომ ეკონომიკური აქტივები, რომლებიც კერძო სექტორში უნდა იყოს ჩართული, რომელიც უნდა ასაქმებდეს ადამიანებს და სააქციო საზოგადოების პრინციპით უნდა იყვნენ წარმოდგენილი ბაზარზე, ჰყავდეს აქციონერები და დივიდენდებს გასცემდეს, ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაშია(დაახლოებით 70-80% ), რაც  ნიშნავს, რომ  აქციები გაყინულია და ეკონომიკურ საქმიანობაში არ არის ჩართული.

აქტივები, რომელიც ღირებულია, ეკონომიკას უნდა აშენებდეს და ქმნიდეს დასაქმების ადგილებს, მაღალ ხელფასებს და ა.შ. ახლა უბრალოდ გაყინულია და ეს არის სამწუხაროდ პოლიტიკური ნება.

აქტივები კერძო სექტორში გადავიდეს, რას გამოიწვევს სამუშაო ადგილების გაჩენას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g