LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ მყარდება ლარი? – რომან გოცირიძე სამ მიზეზს ასახელებს

79

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ბოლო პერიოდში, ლარის გამყარებასთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის განმარტებებს აკეთებს.

როგორც გოცირიძე ამბობს, წლის ბოლო თვეს ლარის გამყარება ჩვეული მოვლენაა, თუმცა არა საქართველოსთვის.

გოცირიძე ლარის სწრაფი გამყარების სამ მიზეზს ასახელებს:

“ლარის სწრაფ გამყარებასთან დაკავშირები ხალხში დაბნეულობაა. 
ჯერ ერთი, წლის ბოლო თვეს ლარი ყოველთვის მყარდებოდა ან სტაბილური იყო. ეს ძირითადად გამოწვეული იყო გადასახადების გადახდით და წინასაახალწლო ეფექტით. ხალხი გადანახულ დოლარებს ახურდავებდა. 
ლარის საახალწლოდ გაუფასურების ლეგენდა ამ ხელისუფლების მონაგონია, თავი როგორმე რომ ემართლებინათ ბოლო ხუთწლედში დამკვიდრებული გაუფასურების ტრადიციის გამო. 
რა ხდება ახლა:
-თხუთმეტ რიცხვამდე გადასახდელია დღგ, მერე ბევრი სხვა რამ. როგორც მხვილ, ასევე წვრილ და საშუალო ბიზნესს თანხები გადაყვანილი ჰქონდათ დოლარში ლარის შემდგომი გაუფასურების შიშით. ახლა ერთდროულად უწევს ყველას გადასახადის გადახდა და ვალუტის გაყიდვა.
-მთავრობამ ბოლო პერიოდში დაიბრუნა ფული კომერციული ბანკებიდან 100 მილიონი ლარის ოდნობით. ამან გარკვეული გავლენა მოახდინა. ჯერ კიდევ აქვს გასესხებული ხაზინას კომერციულ ბსნკებზე 555 მილიონი ლარი.
-დეკემბრის თვის ბიუჯეტის ხარჯები გაწეულია მინიმალურად და დარჩენილ ორ კვირში დასახარჯია 1,3 მილიარდი ლარი, მათ შორის საკმაო ნაწილი დეფიციტის დაფინანსების წყაროებიდან. ეს უკანასკნელი იქნება ლარის გაუფასურების ძირითადი ფაქტორი მოკლევადიან პერიოდში( ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხებთან ერთად)”, – წერს რომან გოცირიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g