LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რატომ ნაციონალებთან? მე და მიშა მეგობრები ვართ” – ბუბა კიკაბიძის პირველი კომენტარი

193
Screenshot-1უუუუ

როგორც უკვე ცნობილია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროპორციული სიის პირველი ნომერი ცნობილი მომღერალი, მსახიობი და სახალხო არტისტი ბუბა კიკაბიძეა.

ბუბა აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსი არ არის და არც პოლიტიკაში მოდის, მისი მიზანი გაჭირვების აღმოფხვრაა.

კიკაბიძე ასევე ამბობს, რომ არავის მოწინააღმდეგე არ არის.

“მე არავის წინაღმდეგ არა ვარ, მე მოვედი გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, ამდენი ხალხი რომ გაერთანდა… მე მიყვარს შალვა ნათელაშვილი, პატივს ვცემ ძალიან ხაზარაძეს, დათო უსუფაშვილს. გიგი უგულავს მშვენივრად ვიცნობ, გიგა ბოკერიას, დათო ბაქრაძეს უწესიერეს კაცს, ნინოს, ყველას ვიცნობ”-აღნიშნავს ბუბა.

მთავარ კითხვაზე კი, რატომ მაინცდამაინც ნაციონალებთან, ცნობილი სახალხო არტისტი ამბობს, რომ ის და მიშა მეგობრები არიან.

“რატომ ნაციონალებთან? მე და მიშა მეგობრები ვართ, მიშასხელა შვილიშვილი მყავს, მაგრამ ვმეგობრობთ… მე მიყვარს განათლებული, ჭკვიანი ხალხი.

მიშა არის დიდი პოლიტიკოსი. მიშა როცა იყო ყველა ლაპარაკობდა ამ პატარა ქვეყანაზე, მიშას დროს ამაყად დავდიოდით,”-აღნიშნავს ბუბა კიკაბიძე “მთავართან” ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g