ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი, დავით გადელია სოციალურ ქსელში განმარტავს, თუ რატომ საუბრობენ საწოლფონდის მოსალოდნელ გადატვირთვაზე, მაშინ, როდესაც ომიკრონი, შედარებით მარტივად მიმდინარე შტამია.
„ჩემთვის ძალიან ძვირფასი ფბ მეგობრის სტატუსი ვნახე, სადაც კითხულობდა: “თუ ომიკრონი უფრო იოლად მიმდინარე შტამია, რატომაა ატეხილი ასეთი განგაში, საწოლ ფონდის მოსალოდნელ გადატვირთვაზეო?” ბევრი კომენტარიც იყო, სადაც ახსნას ითხოვდნენ და ვფიქრობ არის ამის აუცილებლობა:
“უფრო ადვილად მიმდინარეობს”, სულაც არ ნიშნავს, რომ არ რთულდება. მაგრამ, თუ დელტა შტამის შემთხვევაში ვთქვათ 20% რთულდებოდა (რეალურად, ალბათ მეტიც), ომიკრონის დროს- შეიძლება მხოლოდ 4% იყოს (პროცენტები შედარებისთვისაა მოყვანილი და არა აქვთ სიზუსტის პრეტენზია). მაგრამ გადამდებლობაა ძალიან დიდი! თუ დელტა 10 ადამიანს ემართებოდა და 2 მძიმდებოდა, სასტაციონარე ხდებოდა, იმავე პოპულაციაში ახლა 100-ს