გამოცემამ ET Online ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების პროცესის შეფერხებაზე განმარტება დაწერა. წყაროს ცნობით, პროცესში აღებული პაუზის მიზეზი წყვილის შვილებია, რომლებიც ორივე მსახიობისთვის პრიორიტეტია.
„არსებითად, მათ ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა”, – განაცხადა ინსაიდერმა.
მისივე მტკიცებით, ამ დროისთვის მსახიობებს ერთმანეთის მიმართ გრძნობა არ აქვთ და თუ ერთმანეთის მიმართ დიდ პატივისცემას ავლენენ, მხოლოდ შვილების გამო.
წყაროსვე ცნობით, შერიგებაზე ლაპარაკიც კი არ არის.