თამო ვაშალომიძემ იმიჯი შეიცვალა, მოდელმა ახალი ვარცხნილობა მოირგო და ახალი იმიჯით პირველ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის სარეკლამო კამპანიის ნაწილია.
მოდელმა სოციალურ ქსელებში ახალი ფოტოებიც გააზიარა, რომელმაც უამრავი მოწონება დაიმსახურა. მოდელის ახალ ფოტოსესიაზე ფოტოგრაფმა მიშო ბეგაშვილმა იმუშავა.
თამო ვაშალომიძე:
“რაღაც ახალი და განსხვავებული მინდოდა, ისეთი თმის ფერი შევარჩიე რომელიც თბილისში გავრცელებული არ არის და შეიძლება ითქვას რომ განსხვავებულ იერს მძენს…”