LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა ჩართოთ ზამთარში კონდინციონერი და რა შეიძლება გამოიწვიოს ძრავში ნორმაზე მეტი ზეთის ჩასხმამ?

44

გადაცემას ”ავტოსერვისი” სერვის ”F123 მოტორსის” ელექტროობა-დიაგნოსტიკის სპეციალისტი ბატონი ედუარდ ხაჩატურიანი ესტუმრა.

რა ჩივილებით შემოდიან ძირითადად ავტომობილები?

ძირითადად გათბობის სისტემების პრობლემებით. როგორც იცით, მნიშვნელოვანია ანტიფრიზი ავტომობილში მთელი წლის განმავლობაში ესხას და ორ წელიწადში ერთხელ სასურველია მისი გამოცვლა. ზამთარში თვეში ერთხელ მაინც კონდინციონერი 5-10 წუთით უნდა ჩართოთ, ზაფხულში კი სასურველია ღუმელი ამუშავოთ, ამითი თავიდან აირიდებთ ბევრ პრობლემას. რაც შეეხება დიაგნოსტიკას, თანამედროვე ავტომობილების შემთხვევაში ეს არის პირველი ნაბიჯი. ხშირია შემთხვევა, როდესაც ავტომობილი ცივზე გამართულად არ მუშაობს. ამ დროს ხშირად აალების სანთლებისა და ”დროსელ-ვოზდუხამერის” პრობლემაა. აალების სანთლები 30 000 კილომეტრზე უნდა გამოიცვალოს, თუმცა საქართველოში ასე ძალიან  ცოტა იქცევა. ალბათ იმიტომ, რომ უმრავლესობას მეორადი ავტომობილი ჰყავს და სერვისში მანამ არ მიდის, სანამ რაიმე არ დაზიანდება. ჩვენთან შემოსული ავტომობილის მძღოლს პირველ რიგში ვაძლევთ შემდეგ რეკომენდაციებს: უნდა შეიცვალოს აალების სანთლები, საწვავისა და ჰაერის ფილტრები.

მსმენელი: – მყავს BMW E60. 2006 წლის. გარბენი აქვს 100 000 კილომეტრი. რომელ ზეთს მირჩევთ?

გარბენს არ აქვს მნიშვნელობა. უნდა ჩაასხათ ის ზეთი, რასაც ქარახანა დამამზადებელი უწევს რეკომენდაციას.

მსმენელი: – მყავს ”მერსედესი” E კლასი. 1999 წლის. 2.4 ძრავით. სამჯერ მქონდა შემთხვევა რომ არ დაიქოქა… მექანიკაა და დავაგორე და ისე დაიქოქა.

სავარაუდოდ თქვენს ავტომობილს სტარტერის პრობლემა აქვს. თუმცა, აკუმულატორიც უნდა შეამოწმოთ.

მსმენელი: – მყავს 2007 წლის ”მაზდა” CX7. 2.3 ტურბო ძრავით. ზეთი იკარგება, არც ძირს იქცევა, არც ბოლავს… ტურბინაც შევამოწმე და კარგია.

საინტერესოა რა ზეთი გაქვთ შერჩეული, ტურბინას აუცილებლად ზუსტად შერჩეული ზეთი სჭირდება. რაც შეეხება იმას, რომ არ ბოლავს, წესით არ უნდა გაბოლოს, რადგან კატალიზატორები უნდა ჰქონდეს. 1-1.5 ლიტრის კლება საგანგაშო არ არის.

მსმენელი: – მყავს ”მერსედესი” E კლასი 3.2  ძრავით. ავტომატიკა. ორი წლის წინ შევაცვლევინე ”ტვინი”. ეხლა სიჩქარეში ჭედავს. ”გავანულებინე” და ისევ გაჭედა. რისი ბრალი შეიძლება იყოს? კიდევ ერთი შეკითხვა – თუ არის შესაძლებელი ავტომატიკა მექანიკად გადავაკეთოთ?

”განულებით” არ სწორდება ავტომობილი. უნდა ეთქვათ მიზეზი. კოლოფის ტვინში არის ”სოლენოიდები” და შესაძლოა რომელიმე მათგანია დაზიანებული. მექანიკური გადაცემათა კოლოფის ჩაყენება კი რა თქმა უნდა შესაძლებელია.

მსმენელი: – მყავს ”მერსედესი” E კლასი 3.2  ძრავით. მუხრუჭის სატერფული ვარდება და აღარ იჭერს.

ზუსტი დიაგნოსტიკაა საჭირო და ამის შემდეგ გეტყვით რა არის საჭირო. ასე ძალიან რთულია პასუხი გაგცეთ.

მსმენელი: – მყავს ”მერსედეს” ML 550. 2008 წლიანი. ზეთი შევცალე და დილას რომ ვნახე, მაქსიმუმზე ოდნავ მაღლა დგას. ხომ არ შეუქმნის ძრავს პრობლემას?

სასურველი არ არის. შესაძლოა, მაღალ ბრუნებზე რომელიმე ჩობალმა ”გაასხას”. შეგიძლიათ ცოტა ზეთი მოაკლოთ და ნორმაზე დააყენოთ.

თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია…

ნონა გაფრინდაშვილის №23, ყოფილი ქსნის ქუჩა. ტელ:  551 023 023.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები