LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა ხარჯოთ ფული?! ყელის ტკივილისთვის ყველაზე ეფექტურ გზას გასწავლით – ექიმი გიორგი ღოღობერიძე

1774
gogoberidze218

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში გვიყვება, როგორ გავუმკლავდეთ ომიკრონისთვის დამახასიათებელ ყველაზე მწვავე სიმპტომს, ყელის ტკივილს.

ყელის ტკივილის მართვის ყველაზე ეფექტურ გზას გასწავლით, რომელიც უფრო დაგეხმარებათ, ვიდრე მედიკამენტები. ესენიც მუშაობენ, მაგრამ რატომ უნდა ხარჯოთ ფული იმაში, რისი მოგვარებაც უფრო მარტივია.

თუ გინდათ, რომ ყელის ტკივილის პრობლემა  მოაგვაროთ, ყველაზე სწრაფი გზა მარილიანი თბილი სავლებია. აიღეთ 240 მლ თბილი წყალი, არ შეიძლება ცხელი, რადგან ის კიდევ უფრო გატკენთ ყელს. თბილ წყალში გახსენით ნახევარი ჩაის კოვზი სუფრის მარილი, კარგად მოურიეთ და გამოივლეთ 15 წამის განმავლობაში. ეს წყალი არ გადაყლაპოთ და პროცედურა გაიმეორეთ ყოველ 1-2 საათში. ჩვენთან ზოგიერთი იყენებს სოდას. მისი გამოყენებაც შეიძლება ამ შემთხვევაში ტუტე ხსნარი მიიღება, მაგრამ სჯობს, მარილიანი გამოიყენოთ. ის ნამდვილად სანდოა. გარდა მარილიანი თბილი წყლისა, ასევე ყელის ტკივილის მართვა ორი მედიკამენტით ხდება, პარაცეტამოლით და იბუპროფენით (6 თვის ასაკის ზევით). ეს წალმები ერთჯერადად არ უნდა მიიღოთ, ისინი 4-6 საათში უნდა გამოიყენოთ, გახსოვდეთ, რომ 18 წლამდე, ასპირინის გამოყენება არ შეიძლება.

ამავდროულად მიიღეთ ძალიან ბევრი სითხე. იმიტომ, რომ როცა ანთებაა და ტემპერატურა იზრდება, უფრო მეტ წყალს აორთქლებთ, ავტომატურად ყელის ტკივილიც იზრდება. ამიტომ სითხეების, თაფლიანი წლის მიღებაა სასურველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g