მომღერალი ნინი შერმადინი ბოლო დროს თბილისში მომხდარ უბედურ შემთხვევებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველოში დაბრუნებაზე სერიოზულად ვიწყებ ფიქრს და გეგმებს ვალაგებ, რომ მარიამი დაამთავრებს სკოლას და წავალ, ან სულაც იქ რომ არ დაამთავროს?
მომენატრა საქართველო, იქაც შემიძლია ბევრად უკეთესად ვიყო ვიდრე აქ ვარ, დილით ვიღვიძებ და ინფორმაცია მხვდება, რომ 21 წლის ბავშვს, საკუთარ დაბადების დღეზე ყელი გამოჭრეს, იმიტომ, რომ არასრულწლოვანები კლუბში არ შეუშვა!!!!!!! მტკვარში სამი მანქანა გადავარდა, შუა ვაკეში კაცი ჩაცხრილეს… ბრმა ტყვია მოხვდა გამვლელსო, რატომ უნდა მეშინოდეს ჩემს ქალაქში დაბრუნების?
რა ხდება???? რა ჯოჯოხეთია ეს? რას დავემსგავსეთ ხალხნო? ვიზიარებ გიორგის მშობლების და მისი ოჯახის ამ უდიდეს ტრაგედიას… ღმერთმა გამძლეობა მისცეს“, – წერს ნინი შერმადინი.