LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა ვუთხრათ ”არა” გაზპრომს

61

ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრაზე ვერცერთ შეკითხვაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მოვისმინეთ, ამის შესახებ ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” თანადამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რა რისკებთან არის დაკავშირებული გაზპრომთან მოლაპარაკებები.

”ერთერთი მთავარი კითხვა ეხებოდა იმას, თუ რატომ არ იზრუნა საქართველოს მთავრობამ ბუნებრივი აირის სეზონურ დეფიციტზე, რათა რუსეტზე არ ყოფილიყო დამოკიდებული, თუმცა გვიპასუხეს, რომ ვერ მოხერხდა. ასევე კალაძეს ვკითხეთ, თუ იაზრებს რა პოლიტიკუ რისკებთან არის დაკავშირებული ”გაზპრომთან” მოლაპარაკებები და მან აღნიშნა, რომ ეს არის არა პოლიტკური არამედ კომერციული პროცესი. მსგავსი დამოკიდებულება არის საგანგაშო” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” თანადამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ”გაზპრომი” ქვეყანას სატრანზიტო პირობების საქართველოს საზიანოდ ცვლის. როგორც ხოშტარია განმარტავს, რუსული მხარე მუდმივად ივაჭრებს ბუნებრივი აირის ღირებულების თემით და ძალიან ბევრჯერ შეცვლის მის ფასს.

”მუდმივად იქნება ფასზე ვაჭრობა და როგორც უნდა ”გაზპრომს”,  ისე შეცვლის ფასს, ეს საკითხი მუდმივად იქნება ვაჭრობის საგანი. გარდა ამისა, დამატებითი მოცულობების მიღებას აპირებს საქართველოს მთავრობა რუსეთიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ  ”გაზპრომი” ჩვენს ბაზარზე ცალკე მოთამაშედ შემოდის. ეს კი დაკავშირებულია ისეთ რისკებთან, როგორებიც არის გაზის ჩაქრობა და გაყინვა, რაც მოხდა 2009 წელს. ასევე ფასზე ვაჭრობა, რასაც გაზპრომი ყველა პარტნიორთან აკეთებს. ის ყოველთვის პოლიტიკური ლოგიკით ხელმძღვანელობს და არა კომერციულით, ამიტომ ეს საქართველოსათვის საფრთხისშემცველია” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები