LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უყვარს დათო ნეფარიძეს კირილე მიმინოშვილი?

57

 

”რადიო დუეტის” სტუმარი მომღერალი დათო ნეფარიძე გახლდათ, რომელმაც არ დაიდარდოს მსმენელს ახალი სიმღერა წარუდგინა.

 

– რამდენად ხშირად იღებ კონცერტებში მონაწილეობას?

 

– მე კონცერტებს არ ვმართავ. ჩემი საყვარელი გმირია ”სამანიშვილის დედინაცვალში” კირილე მიმინოშვილი. ფილმში არის ერთ-ერთი სცენა, სადაც ამბობს, დავრჩენილიყავით შაფათაზესთანო. კირილე და თავისი ცოლის ძმა ერთად მიდიან ორღობეში, სადაც გლეხები თოხნიან და თან მღერიან, კირილე ძალიან შეწუხებულია, ნაბახუსევზეა და ამბობს, რომ რა ამღერებთ ამ უპატრონოებს ამ მშიერ სტომაქზეო. შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ მე სიმღერით არასოდეს ჰონორარი არ ამიღია. არ ყოფილა ასეთი შემთხევევა. ასე გამოდის ყოველთვის. ხშირად მეკითხებიან სად მღერი, რომ მოგისმინოთო. მე კი ვპასუხობ არსად თქო, იმიტომ რომ არსად მეძახიან.

 

– შენს პროდუქტს თანხას, დროს ახარჯავ და მხოლოდ რადიოსთვის ან ტელევიზიისთვის ხომ არ შეიქმნება…

 

– თუ იქნება სურვილი, რომ მე რომელიმე კონცერტში მივიღო მონაწილეობა, სიამოვნებით ვიმღერებ ყველგან.

 

– ოთარ რამიშვილის ბევრი სიმღერა შეასრულე თუ გიყვარს მათგან რომელიმე გამორჩეულად?

 

– გამორჩეულად რამდენიმე მიყვარს რა თქმა უნდა, სწორედ ისინი, რომლებიც მიყვარს გავაორკესტრე და შემოგთავაზეთ. ”წელიწადის ოთხი დრო” არ მბეზრდება. სიმღერა რომელიც ჩემს სულთან და გულთან ახლოს არის, მისი შესრულება უფრო სასიამოვნოა. თუ რამეს ვმღერი, ასმაგად მეტი ძალით ვმღერი, როდესაც ენერგია მოდის მსმენელისგან. სამწუხაროდ ძალიან პატარა წრეში მიწევს სიმღერა. სიმღერა მიზანში მაშინ ხვდება, როდესაც არ იტყუები.

 

– დღეს ახალი სიმღერით გვესტუმრე, მას ჰქვია ”მოგონება”…

 

– მე მინდა რომ მოვყვე ამ სიმღერის ისტორია. რაც კი ჩამიწერია ამ დრომდე, ყველა მათგანი ოთარ რამიშვილის იყო, ალბათ იმიტომ რომ მე ამ ადამიანის მესმოდა. როდესაც ის ცოცხალი იყო და მოისმინა, აღნიშნა, რომ მე მას არ ვბაძავდი და ცოტა სხვაგან წავიყვანე. რამდენიმე თვის წინ ჩემს მეგობართან, მამუკა ჩარკვიანთან ავედი. თან ჩვენი საერთო მეგობარი გიორგი მურღულია მახლდა. ის იჯდა და თავისთვის მღეროდა, ის საქართველოსთვის ღმერთის საჩუქარია. ის ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი პოეტია, მისი ლექსები იქ ხვდება სადაც უნდა მოხვდეს. როდესაც მამუკამ ეს სიმღერა იმღერა, იმდენად მომეწონა, ვთხოვე, რომ მეც გავაორკესტრებ თქო. კარგი, გააკეთეო მითხრა, არანჟირება ეკუთვნის ზაზა ხუბუკელაშვილს. ჩავწერეთ სეუს-თან არსებულ სტუდიაში. მუსიკა ეკუთვნის მამუკა ჩარკვიანს, ტექსტი ჯანსუღ ჩარკვიანს.

 

– რა გეგმები გაქვს?

 

– ძალიან დიდი სურვილი მაქვს ისევ მამუკა ჩარკვიანთან ერთად ვითანამშრომლო და რაიმე გავაკეთო. რატომღაც ვგრძნობ, რომ ამ ადამიანის და მისი სიმღერების ძალიან კარგად მესმის, ამ ადამიანში იმხელა სევდაა და მე ეს სევდა დავინახე. ეს ახალი სიმღერაც სევდიანია. მასში ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია.

 

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

Audiodato

 

 


დათო ნებარიძე – მოგონება

 

 

AudioDATO NEFARIDZE – MOGONEBA

 

 

 

 

ვიდეო კოლაჟი

 

 

 

დათო ნეფარიძე – LIVE

 



 

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები