ბორის ბედია ჟურნალ „სარკის“ კითხვას პასუხობს (14 მაისის ნომერი), გული ხომ არ სწყდება, რომ საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე რეალიზებას ვერ ახერხებს.
ბორის ბედია:
„საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ დიდი ბაზარიც არ არის. მაგალითად, ალბომის გაკეთება რომ მოიწადინო, ეს ფინანსებს უკავშირდება. სესხი რომ აიღო და ყველაფერი უმაღლეს დონეზე გააკეთო, იმ თანხას ვერ ამოიღებ, ვალებში ჩავარდები, რადგან ჩვენთან შოუბიზნესი არ არსებობს.
ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და აქ დიდი კონცერტების ჩატარება არ ღირს. თუ ვინმეს ახლობელი ხარ, მაშინ კიდევ გარისკავ. ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება ფილარმონიაში კონცერტის ჩატარება…
არიან მომღერლები, რომლებსაც არ უჭირთ სპონსორების მოძიება. წესით, არც თქვენ უნდა გაგიჭირდეთ…
არ მიყვარს კოლეგებზე საუბარი, მაგრამ ვინ როგორ ახერხებს სპონსორის შოვნას, ყველამ კარგად იცის. ყველას თავისი სიმართლე აქვს და არავის განვსჯი. აქ არის ახლობლობის, კლანურობის მომენტი. არის ასეთი რაღაცები. არ მიყვარს ვიღაცის შეწუხება, ჩემი პრინციპები მაქვს, ჩემი მორალი…“