LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვერ გადავიდა ნინო მუმლაძე მეუღლის სახლში: „ფაქტობრივად, ჩემს შვილს ისინი ზრდიან, ოჯახის საქმესაც არ მაკეთებინებენ…“

1726
ნინო მუმლაძე

მსახიობი ნინო მუმლაძე ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში მისი ცხოვრების ახალი ეტაპის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ 40 წლის ასაკში, რეალურად, ახალი ცხოვრება დაიწყო, რაც ცხადია, მის მეუღლესა და 2 თვის შვილს, რონის უკავშირდება.

„თუკი 20 წლის წინ მეგონა, რომ 40 წლისა უკვე დაღვინებული ქალბატონო ვიქნებოდი ზრდასრული შვილებით, ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ, ისეთივე თავქარიანი ვარ, როგორც 20 წლის გახლდით.

[რონი] ძალიან პატარაა იმისთვის, რომ სადმე დასასვენებლად წავიდე – 2 თვის ახლახან გახდა. თბილისში ვართ. მხოლოდ სამი დღით მოვახერხეთ, ბორჯომში წავსულიყავით. მან რამდენად დაისვენა, არ ვიცი, პირადად მე კი – უფრო დავიღალე…

რა თქმა უნდა, მაინც გავერთე, რადგან მეუღლესთან, მულთან და მულის პოჯახთან ერთად ვიყავი…

ამ ეტაპზე დედასა და დეიდასთან ვცხოვრობ. ბავშვის მამა მისვლა-მოსვლის რეჟიმშია. მის სახლში საცხოვრებლად ჯერ კიდევ არ გადავსულვართ. მშობიარობის მერე, აქ შემოვრჩი. პრინციპში, ვერ ვიტყვი, რომ გადასვლას ვჩქარობ, რადგან აქ ძალიან მეხმარებიან.

რა თქმა უნდა, დამხმარე იქაც მეყოება – გუგას (მეუღლის) დედა დამეხმარება, მაგრამ აქ ორნი არიან – დედა და დეიდა. ფაქტობრივად, ჩემი შვილი სულ მათ უჭირავთ ხელში, ისინი ზრდიან, ოჯახის საქმესაც არ მაკეთებინებენ. ისეთი კომფორტი შემიქმნეს. მაქსიმალურდ ცდილობენ, დავისვენო, დავიძინო და ადამიანს დავემსგავსო“

ნინო მუმლაძე: „იმ კლინიკაში რომ მივედი, სადაც უნდა ვიმშობიარო, გამიელვა, საიდან მეცნობა ეს გარემო-მეთქი. გამახსენდა: „ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩემი მშობიარობის სცენა სწორედ იქ იყო გადაღებული…“

ნინო მუმლაძე: „ოჯახი რომ არ მქონდა, ვფიქრობდი, არც მექნება-მეთქი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g