თამუნა მუსერიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, რა უთხრა ბიოლოგიურმა დედამ, როცა მასთან შეხვედრა შეძლო…
– შენი აზრით, რატომ ვერ მიგიღო?
– იმიტომ ვერ მიმიღო, რომ როგორც თავად ამბობს, მე მისი ყველაზე დიდი საიდუმლო გავამხილე და თავი მოვჭერი. სამაგიეროდ, მამის მხრიდან მყავს არაჩვეულებრივი ადამიანები. ზოგადად, ორმოცი წლის ასაკში რომ იგებ ადამიანზე, რომ ის შენი მამაა, ამის გააზრება ძალიან რთულია. რომ ვესაუბრები და ვუყურებ, მიმიკებით, საუბრის მანერითა და ხასიათით იმდენად ვგავარ, ერთი-ერთში ვართ. სანდროს სულ ვეუბნები, როცა რამეს გავაკეთებთ, ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, რადგან არ მჯერა, თუ სხვას ჩააბარებ და შენ შორიდან აკონტროლებ, ასე საქმე გამოვიდეს-მეთქი. ამას წინათ, ზუგდიდში ვიყავით ჩასული, მამაჩემი ექიმთან იყო წასასვლელი. ვეუბნებოდი: ამდენი ხანი რატომ წელავ, წამოდი თბილისში-მეთქი და მიპასუხა: ვენახი მაქვს გასაკეთებელიო. ვუპასუხე: სხვა ვერ გააკეთებს-მეთქი და მიპასუხა: რას ლაპარაკობ? შენ საქმეს სხვა როგორ გააკეთებს, იქვე თუ არ იდექიო. მაშინ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ მართლა ვგავარ (იცინის).
