გუშინ ცნობილი გახდა გრემის ნომინანტთა სია, სადაც კვლავ ლიდერია ტეილორ სვიფტი. მას ერთდროულად რამდენიმე ნომინაციის მოგების შანსი აქვს. ბევრი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა ადელი. მუსიკოსი, რომელმაც ახალი ალბომიდან რამდენიმე ჰიტი უკვე გამოუშვა, გაყიდვების ყველა რეკორდს ხნის. შესაბამისად ჩნდება კითხვა, რატომ ვერ მოხვდა ის ნომინანტებში.
Billboard-მა სპეციალური განმარტება გააკეთა მათთვის, ვინც ამ თემითაა დაინტერესებული. პირველი მიზეზი, რატომაც ადელი არ არის ნომინანტთა სიაში არის, დრო. მას ამის უფლება არ აქვს, რადგან გრემის აკადემიის წევრთა წესდებით, სიმღერა, რომელიც ნიმინირებულია მუსიკალურ ჯილდოზე, უნდა იყოს გამოსული 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 30 სექტემბრამდე. ადელის ალბომი 25 კი ამ ვადებში არ ჯდება. აქვე ცნობილი გამოცემა პროგნოზირებს, რომ ბრიტანელი მუსიკოსი 2017 გრემის ტრიუმფატორი გახდება.