სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება აქვს ე.წ. მაუგლის ჯგუფის საქმიანობას და ერთ-ერთი ექიმის, ქეთინო მერაბიშვილის სამედიცინო პრაქტიკას, რაც ახალშობილი ბავშვების თანამედროვე სამყაროსთვის მიუღებელი ფორმებით ვარჯიშს ითვალისწინებს.
მას შემდეგ, რაც არაერთი ადამიანი დაინტერესდა ქეთინო მერაბიშვილის საქმიანობით, სოცქსელში სტატუსი ამ თემაზე გამოაქვეყნა ანა არგანაშვილმა, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, აღმაშრულებელმა დირექტორმა და დაწერა მიზეზი, თუ რატომ ვერ იწყებენ საქმეს
ქეთინო მერაბიშვილის წინააღმდეგ:
მეგობრებო, ბევრი ადამიანი მწერს ბავშვებისთვის მასაჟის (ქნევის უფრო სწორი იქნებოდა) კადრებზე. ვერ ვასაჩივრებთ, როცა არ გვყავს მომჩივანი. ერთხელ უკვე ვცადეთ, როცა ანალოგიურო ქნევის კადრები გავრცელდა. სამედიცინო რეგულირების სააგენტომ მაშინ მოგვწერა, რომ ვერ ხედავს პრობლემას სამედიცინო დაწესებულების გარეთ ამის გაკეთებაში.
ვინ არის ქალი, რომელიც საქართველოში ახალშობილებს თანამედროვე სამყაროსთვის მიუღებელი ხერხებით ავარჯიშებს: „რა დააშავეს ამ ბავშვებმა?“
სოციალურ ქსელში ამჟამად აქტუალურია ერთ-ერთი ჯგუფი „მაუგლის პაციენტები - ბედნიერი მშობლები“ და ამ ჯგუფში გაზიარებული ინფორმაცია
როცა სახელმწიფო უწყება ამას ამბობს და თან არ გყავს ადამიანი, რომელიც თავის შვილის უფლების დარღვევას ასაჩივრებს – ვერაფერს გახდები.
კი მეც ვწუხვარ და ვერაფერს ვაკეთებთ, სანამ შვილების უფლებების დამცველი მშობლები არ გამოჩნდებიან და ბავშვთა დასაცავად სახელმწიფო ინსტიტუტები არ გაძლიერდებიან“.
