23 იანვარს, ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტს, რომელიც დასმა თეატრალური ფორმით წარადგინა, სახელოვნებო სფეროს წარმომდგენლებთან ერთად სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ახალი თეატრის“ მანიფესტს შეუერთდნენ თბილისის სხვა თეატრების წარმომადგენლებიც, რომლებმაც მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრეს შეკრების მიზეზსა და მთავარ მოთხოვნაზე.
„ფორტუნა“ რეჟისორ ლევან წულაძეს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნა დანაშაულო ადამიანების ციხიდან გამოშვებაა.
„ეს არის ჩვენი სასოწარკვეთილი ხმა, რადგან არავინ გვისმენს“ – ლევან წულაძე
„ყველა აქ ვდგავართ, მეც აქ ვდგავარ, იმიტომ, რომ ვიცი, სწორ და კარგ საქმეზე ვდგავართ, ეს კარგი საქმე გახლავთ უდანაშაულო ადამიანების ციხიდან გამოშვების სურვილი და მოთხოვნა.
არაფერი რთული აქ არ არის, ამას ახსნა არ უნდა, უბრალოდ, რატომღაც არ ესმით ჩვენი ხმა და ამიტომ ვუმატებთ ამ ხმას, დოი, ყოველ შემთხვევაში, ცდილობს, ამ ხერხით იქნებ კიდევ უფრო მიაწვდინოს ხმა, რომ გამოუშვან ჩვენი კოლეგები და არა მარტო ჩვენი კოლეგები“, – უთხრა ლევან წულაძემ „ფორტუნას“.
„ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან“ – კახა კინწურაშვილი