LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომღაც ყველა „აღშფოთებული” აქტივისტი სასოწარკვეთილი ნაცი აღმოჩნდება ბოლოს“ – ნინო წილოსანი

187
ნინო წილოსანი

„ვფიქრობ, რომ ბოლომდე უნდა გაშუქდეს ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ უნდა დავინახოთ, ვის და ვის შორის გვაქვს არჩევანი 26 ოქტომბერს“ – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანი გამოეხმაურა დღეს გამოფენაზე, ერთ-ერთ მოქალაქესთან მომხდარ ინციდენტს. დეპუტატი აღნიშნულ ინციდენტს სოციალურ ქსელშიც ეხმაურება და ფოტოს ავრცელებს.

„იმის ფონზე, როდესაც წარმატებული ქართველი ფერმერების გამოფენა-გაყიდვა იმართებოდა, „ნაცების“ ცნობილი აქტივისტი მოგვადგა და მათი ჩვეული ტაქტიკის ფარგლებში იღებდა რაღაც უაზრობების ძახილს და სკანდირებდა იმას, რითაც კარგად იყო ცნობილი აქციების პერიოდიდან. ეს არის პირდაპირ ზიზღის და აგრესიისკენ მიმართული, რომ საზოგადოებაში დაპირისპირება გამოიწვიონ, არ მისცენ ადამიანებს ნორმალურად ცხოვრების საშუალება. ვფიქრობ, რომ ბოლომდე უნდა გაშუქდეს ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ უნდა დავინახოთ, ვის და ვის შორის გვაქვს არჩევანი 26 ოქტომბერს“ – აღნიშნა წილოსანმა ტელეკომპანია „იმედთან“.

დეპუტატმა პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელშიც, სადაც წერს, რომ საბოლოოდ ყველაფერი ნათლად ჩანს, თუ როგორი მარტივია 26 ოქტომბერს არჩევანის გაკეთება:

„რატომღაც ყველა „აღშფოთებული” აქტივისტი სასოწარკვეთილი ნაცი აღმოჩნდება ბოლოს…

ამ შემთხვევაში, ნაცებზე უგონოდ შეყვარებულ ანი ქარქაშაძესთან გვაქვს საქმე.

დადგმა ერთ მოქმედებად, მაყურებლის და ოვაციების გარეშე 😊

საბოლოოდ კი ყველაფერი ნათლად ჩანს თუ როგორი მარტივია 26 ოქტომბერს არჩევანის გაკეთება✌🏻“ – წერს წილოსანი.

რატომღაც ყველა "აღშფოთებული" აქტივისტი სასოწარკვეთილი ნაცი აღმოჩნდება ბოლოს… ამ შემთხვევაში, ნაცებზე უგონოდ…

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on შაბათი, 03 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები