დღეს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა დატოვა.
ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ხაჯიმბას ამ გადაწყვეტილებამდე სოხუმში ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ჩავიდა.
დემონსტრანტებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საცავიდან იარაღი გაიტანეს - უკიდურესად დაძაბული ვითარება სოხუმში
"ახლა იარაღის გარკვეული რაოდენობა მათ ხელშია" - აცხადებს მუჰამედ კილბა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტი უკანონოს უწოდებს აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს 10 იანვრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 8 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოდ გამოცხადდა. ხაჯიმბას ადმინისტრაცია აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ ოკუპირებულ სოხუმში არეულობა იყო. ე. წ. ოპოზიცია ე. წ. პრეზიდენტის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდა.