“ეს იყო ძალიან უშუალო მოკითხვა და გულწრფელი საუბარი”- საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ტელეკომპანია “პირველთან“ საუბარში ყვება, თუ რაზე ისაუბრეს ილია მეორემ და ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, 3 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე.
როგორც ჯაღმაიძე ამბობს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის პატრიარქის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მიუღებელია.