LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაზე ოცნებობენ ბავშვები: დღეს მათი დღეა

649
Capture

ყველა პატარას თავისი განსაკუთრებული და საინტერესო სამყარო აქვს, სურვილებით და ოცნებებით სავსე. ზოგი ბავშვის ოცნება შედარებით ადვილად მისაღწევია, ზოგის კი მიუღწეველი, თუმცა მათ მაინც სწამთ, რომ ოცნებები ხდება. ალბათ ხშირად უფროსებისგან სწორედ ამით განსხვავდებიან.

დღეს 1 ივნისია,  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ჩვენი გამოკითხვის მიხედვით პატარების  სურვილები და ოცნებები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია, თუმცა დღეს მათ ერთი რამ, კორონავირუსის დამთავრების სურვილი აერთიანებთ. პანდემიამ პატარები სახლებში გამოკეტა, ახლა კი მათ ერთი სული აქვთ როდის დაუბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.

მარიამი, 7 წლის – ვოცნებობ, კორონავირუსი დამთავრდეს, რომ მეგობრები ვნახო. კიდევ სკოლის დამთავრებაზე ვოცნებობ, ცოტა დავიღალე. ძალიან მინდა მალტეზე და ველოდები თოვლის ბაბუამ რომ მომიყვანოს.

ელენე, 5 წლის – ვოცნებობ, რომ ფრთები მქონდეს და ფრენა შემეძლოს. კიდევ ძალიან მინდა მალე გავხდე 6 წლის, რომ სკოლაში წავიდე. ფერადი ველოსიპედიც მინდა.

ნინა, 5 წლის – ვოცნებობ, რომ მქონდეს გორგოლაჭები და თვითმგორავი.

გიორგი, 12 წლის – ჩემი ოცნება არის, რომ გავხდე კარგი დეტექტივი და გამოვიძიო დანაშაულები. ასევე მინდა გავხდე კარგი იუთუბერი და ავიდე 2 მილიონ გამომწერზე.

სანდრო, 9 წლის – ვოცნებობ იუთუბზე ბევრი გამომწერი მყავდეს. კიდევ კორონავირუსი რომ დამთავრდება, დისნეილენდში მინდა წავიდე დედიკოსთან, მამიკოსთან და ჩემს დასთან ერთად.

კაკო, 10 წლის – ტელეფონზე ვოცნებობ, გამიფუჭდა რაც მქონდა, ბევრი თამაშები მქონდა ჩაწერილი და ძალიან დამწყდა გული, ახლა ახალი მინდა.

ტასო, 3 წლის – ჩემი ოცნებაა ფლომასტერები და ძალიან ბევრი თოჯინები მქონდეს.

mazda magti 5g