LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაზე უნდა ვიმუშაოთ ამერიკაში?“ – რჩევები აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბლოგერისგან მათ, ვინც „მწვანე ბარათი“ მოიგო

618
342899741_1276338403276806_89364490808183881_n

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბლოგერი ნანკა სიჭინავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს რჩევებს, სადაც წერია თუ რა საქმეებზე შეეძლებათ მუშაობა იმ ადამიანებს, რომლებმაც „მწვანე ბარათი“ მოიგეს.

როგორც ნანკა სიჭინავა წერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში არავის აინტერესებს სტატუსი და თანამდებობა, ამიტომ ადამიანებმა რომლებმაც „მწვანე ბარათი“ მოიგეს და აშშ-ში გეგმავენ წასვლას, „სამსახური არ უნდა დაიწუნონ“.

„რასაც ახლა გეტყვით ალბათ ძალიან გაგიკვირდებათ..“ – რა გაგაოცებთ ამერიკაში, რა გაგაკვირვებთ და რაში გჭირდებათ რკინის ნერვები: აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბლოგერის რჩევები ემიგრანტებს

„მწვანე ბარათის პასუხები მალე იქნება, ამიტომ ⬇️

რაზე უნდა ვიმუშაოთ ამერიკაში?

ხშირად შემოსული კითხვებიდან გამოვარჩევდი ამ კითხვას.

მე კითხვას ვაბრუნებ: რა შეგიძლიათ? რადგან აქ არავის აინტერესებს თქვენი სტატუსი, თანამდებობა, ვინ ხართ, რა გვარის და საიდან, ყველაფერს ტოვებთ თქვენ ქვეყანაში და მოდიხართ იქ, სადაც არავინ გიცნობთ და არავის ადარდებთ, ამიტომ ყველაზე მთავარია რომ გქონდეთ საკუთარი თავის იმედი.

ჩვენ სულ ვამბობთ – გააზრებული გვქონდა რა სირთულეების წინაშე მოგვიწევდა დადგომა, სანამ გადავდგამდით ამ ნაბიჯს, მაგრამ ორივემ ვიცოდით, რომ ვართ ძლიერები და მე ყოველთვის მჯეროდა რომ უნდა მქონოდა ზურას იმედი, რადგან დანიკოსთან ერთად ვერ შევძლებდი სამსახურის შეთავსებას.. მერე კიდევ ორი ბავშვი გაჩნდა და ჩემი საქმეც გაასმაგდა, შესაბამისად შინაც და გარეთაც ორივე დაუღალავად ვმუშაობთ:)

ვმუშაობთ, რადგან: არავინ დაგაჯეროთ აქ სამსახურს გახვედრებთ ვინმე, ან მაცივარს გივსებთ ყოველკვირა, ან სახელმწიფო ფულს უხდის აქ დაბადებულ ბავშვს და კიდევ მსგავსი აბსურდული ჭორები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, არავინ არაფერს გაძლევთ და გიხდით საკუთარი თავის გარდა.

“ამერიკას არასოდეს შეხედოთ მხოლოდ ფულის შესაგროვებელ ადგილს.. თუ ფულმა ჩაგითრიათ არ მოგინდებათ დასვენება და ცხოვრება ისე გაფრინდება კაპიტალის დაგროვებაში უკვე მის დასახარჯად ენერგია არ გეყოფათ” – აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბლოგერის რჩევები ემიგრანტებს

ამიტომ: მინუმუმს გეუბნებით: ქირა 2 000$ , საკვები 2 000$ კომუნალურები 200$ ,მანქანის დაზღვევა 200$, (რამდენი ორიანია ამ დროს, მაგრამ სხვანაირი საშუალო ვერ გამომყავს? ნ:)) კომუნიკაცია: ინტ, ტელეფონი 150-200$ ეს არის ის, რაც აუცილებლად გადასახდელი გექნებათ.

დანარჩენი ფასიანი სკოლა, თქვენი მადა და საკვების ხარისხი, ჩაცმა-დახურვა, ბავშვების გასართობი ცენტრები, გარეთ კვება, ახალი ადგილების აღმოჩენა და მოგზაურობა და სთარბაქსის ყავა უკვე იმაზეა თუ რამდენად გაწვდებით.

ამიტომ დაისახეთ მიზანი, ნუ დაიწუნებთ სამსახურს იმის გამო რომ საქართველოში იყავით მენეჯერი, დირექტორი, მმართველი, როგორც გითხარით ეს აქ არავის ადარდებს და მოემზადეთ შრომისთვის, რომელსაც შედეგი აუცილებლად ექნება!

წარმატებები ყველას და გთხოვთ კომენტარში დაფიქსირდეთ ვინ ელოდებით შედეგებს? :)))“, – წერს ნანკა სიჭინავა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g