რჩება თუ არა ,,mothercare’’ ქართულ ბაზარზე? საბავშვო პროდუქციის მსოფლიო ბრენდის რუსთაველის გამაზირზე მდებარე მაღაზია რამდენიმე თვეა დახურულია. ბრენდის ქართულ წარმომადგენლობაში დახურვის მიზეზად ადგილის შეცვლა დაასახელეს და აღნიშნეს, რომ ,,mothercare’’ სავაჭრო ცენტრ ,,ისთ ფოინთში’’გადაინაცვლებდა, თუმცა, ჯერჯერობით სავაჭრო ცენტრში მაღაზია არ გახსნილა.
,,ფორტუნა’’ ,,ისთ ფოინთს’’ დაუკავშირდა. როგორც სავაჭრო ცენტრში აცხადებენ, ბრენდი ნამდვილად აპირებდა ფილიალის გახსნას მათთან, თუმცა როდის მოხდება ეს, ჯერჯერობით, უცნობია.
მაღაზიის გახსნის თარიღს არ აკონკრეტებენ ”mothecare’’-ს ქართულ წამომადგენლობაშიც.