LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რჩევები ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის

61

ბავშვებთან ერთად მოგზაურობა არც თუ ისე კომფორტული და ერთი შეხედვით შეუძლებელიც კია, თუმცა, მოგზაურთა უმრავლესობა მუდმივად საპირისპიროს ამტკიცებს. პატარები მსოფლიოს მოვლას ხელს არ უშლიან და პირიქით მათთან ერთად ეს პროცესი შესაძლოა, ბევრად უფრო სასიამოვნოც კი იყოს. ყოველშემთხვევაში ოჯახი დაუვიწყარ ემოციებს სწორედ ამ დროს იღებს. პატარები მოგზაურობის ჩვეულ სტილს ძირეულად ცვლიან და როგორც წესი, ეს ცვლილება ჯანსაღი და სასიკეთოა ხოლმე. თუმცა, სანამ არ ნაბიჯს გადადგამთ კარგად უნდა გაიაზროთ, რომ დროის უმეტესი ნაწილი ბავშვები გაღიზიანებულები იქნებიან, ბევრს იყვირებენ და იტირებენ, თუმცა რამდენიმე ოქროს წესი ყველა სიტუაციის დაძლევაში დაგეხმარებათ.

1. დაღლილობა

შეეცადეთ, რომ ბავშვებმა ყოველთვის კარგად დაისვენონ და ღამე მშვიდად გამოძინებაც მოასწრონ.

2. მოწყენილობა

აირჩიეთ ისეთი დანიშნულება, სადაც პატარების გასართობად საკმარისი აქტივობებია. სახლიდან კი მათი საყვარელი სათამაშოებისა თუ წიგნების წაღება არ დაგავიწყდეთ.

3. შიმშილობა

ყოველთვის საკმარისად უნდა გქონდეთ საკვები თუ სასუსნავი, რათა ბავშვის  მოთხოვნილება დროულად დააკმაყოფილოთ. ავტომობილით გასავლელი შორი გზა თუ ფრენა როგორც წესი, ძალიან აშიებს და პატარებს კი თავის შეკავება უჭირთ ხოლმე.

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები