LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რჩევები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ

42
46747474

წელი და სიარული საკმაოდ მნიშვნელოვანია. არაფერი ისე არ აბერებს ქალს, როგორც მოშვებული მხრები და ჩაქინდრული თავი. პატარა ეშმაკობაა როგორი კომპლექციისაც არ უნდა იყოთ, სილუეტი ყოველთვის შემართული უნდა იყოს, თუ კი მკერდის ხაზის ქვევით თქვენთვის უხილავია მუცელი. სიარულისას ყურადღება მიაქციეთ, რომ მუცელი ყოველთვის შეწეული იყოს, მხრები კი გაშლილი. ასეთ შემთხვევაში თუნდაც თქვენი წონა ნორმას აჭარბებდეს გარშემომყოფები სპორტულად და შეკრულად აღგიქვამენ.

ასევე მნიშვნელოვანია ნიკაპი და სახის ოვალი. როდის ვიწყებთ გოგონებიდან დეიდებად გარდაქმნას? როცა სახის ოვალი მოდუნდება და ჩნდება მეორე, მესამე ან მეხუთე ნიკაპი, რომელსაც ღაბაბს ვუწოდებთ. მასთან შებრძოლება რა თქმა უნდა შესაძლებელია. ნიკაპს მეორე პრესს უწოდებენ და რომ არ დაეკიდოს, მისი ვარჯიშიც შეიძლება. აუცილებლად გააკეთეთ სახის კუნთების ვარჯიში. ეფექტური სავარჯიშოებია აღწერილი ქეროლ მაჯიოს წიგნში „აერობიკა კანისა და სახის კუნთებისთვის“. ღაბაბის მოშორებაში დაგეხმარებათ შემდეგი ვარჯიში: წაიგრძელეთ კისერი, ენერგიულად წარმოთქვით ბგერები „ო“, „უ“, „ი“ მითითებული თანმიმდევრობით 20-ჯერ. მეორე ვარიანტით ასევე ენერგიულად წარმოთქვით მარცვალი „მა“ – 20-ჯერ. ამ პრობლემას შოუბიზნესის ძალიან ბევრი წარმომადგენელი უჩივის.

სოფი ლორენი წიგნში „ ქალი და სილამაზე“ ჰყვება, რომ საათობით იჯდა სარკის წინ და ამა თუ იმ ემოციის გამოხატვას ხვეწდა მანამ, სანამ კუნთები არ დაიმახსოვრებდნენ საჭირო მდგომარეობას. ზუსტად ვიცოდი როგორი გამომეტყველება მიხდებოდა და რომელი არა. მივეჩვიეთ ზომაზე მეტ მანჭვას? ეს პირველ რიგში წარბებს შორის მკაცრ ნაკეცზე ან შუბლის ჰორიზონტალურ ხაზებზე აისახება. სახის საუკეთესო გამომეტყველება ისაა, რომელიც შინაგანად სიმშვიდეს ასახავს. დააკვირდით თქვენს თავს დღის განმავლობაში და დარწმუნდებით, რომ დროის 90%-ის მანძილზე დაძაბულ-დაფიქრებული გამომეტყველება,  შეკრული წარბები და მოკუმული ტუჩები გაქვთ. ისწავლეთ ამ მდგომარეობათა კონტროლი და მათგან გათავისუფლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები