ექსპერტებმა ფრენასთან დაკავშირებულ დისკომფორტთან ბრძოლის მეთოდები დაასახელეს. „The Sun“-მა გადაწყვიტა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემით დაინტერესებულიყო და დაადგინა, რომ ფრენა შეიძლება ყველა ადამიანისთვის ერთნაირად კომფორტული იყოს. მაგალითად, იმისათვის რომ უსიამოვნო შეგრძნება გაქრეს საუკეთესო საშუალება – მწვანე ვაშლია. ასევე, სწორი გადაწყვეტილებაა ფრთის დონეზე გასწორებული სავარძელი, რადგან ამ დროს ტურბულენტობა ყველაზე ნაკლებად იგრძნობა. ამასთან, თუკი საკუთარ თავს დაარწმუნებთ რომ ცუდად არ ხართ და პირიქით თავს არაჩვეულებრივად გრძნობთ – შესაძლოა ამ მეთოდმაც გაამართლოს. და ბოლოს, თუკი თავბრუსხვევის თავიდან აცილება გსურთ – ფრენამდე და ფრენის დროს წითელ ღვინოს ნუ მიირთმევთ.