LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავგეგმოთ ბიუჯეტური მოგზაურობა – 6 სასარგებლო რჩევა

126
Capture

შესაძლოა სამოგზაუროდ ბიუჯეტი შეზღუდული არ გქონდეთ, თუმცა ფრენებზე და საცხოვრებელზე ფულის დაზოგვა მაინც არ არის ურიგო აზრი. ბიუჯეტური მოგზაურობის დასაგეგმად უამრავი გზა არსებობს. მაგალითად, იცოდით რომ არსებობს აპლიკაცია რომელიც თქვენს სასურველ ფრენაზე ფასის კლების შემთხვევაში სწრაფად გაგაფრთხილებთ? ანდაც ის, როცა ზუსტად არ იცით სად გინდათ წასვლა, საიტი თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით დაგიგეგმავთ ყველაფერს? მოკლედ, თვალი გადაავლეთ რამდენიმე საჭირო რჩევას.

  1. ყოველთვის შეამოწმე ფრენა ინკოგნიტო ბრაუზერით.
    Google Chrome-ის ინკოგნიტო ფანჯრიდან შესვლა დაგეხმარებათ რომ თქვენთვის სასურველი ფრენის უკეთესი ფასი ნახოთ. საქმე ისაა, რომ ისეთი საძიებო სისტემები როგორიცაა მაგალითად – Kayak ან Expedia, ერთი და იმავე მიმართულების ხშირად ნახვის შემთხვევაში ბილეთის ფასს აუცილებლად გაგიზრდით.
  2. თუკი მოქნილი გრაფიკი გაქვს, იპოვე საუკეთესო ფრენა.
    ფრენები სხვადასხვა თარიღებზე ხშირად უნდა ამოწმოთ, რათა ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტი არ გამოგეპაროთ. ზოგადად რეისები ყველაზე იაფი შუა კვირაშია ხოლმე, რამეთუ უქმეებზე მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა ბევრად მეტია.
  3. დამხმარე საიტები
    არსებობს ბევრი დამხმარე საიტი, ისეთი როგორიცაა მაგალითად – Priceline, სადაც თქვენთვის იდეალური ღირებულების, სასურველი გაჩერებების რაოდენობის, ფავორიტი ავია გადამზიდების მითითება შეგიძლიათ და ვებსაიტი დანარჩენ საქმეს თქვენს ნაცვლად გააკეთებს.
  4. დააყენე შეხსენება
    შეგიძლიათ Skyscanner-ზე ან Next Vacay-ზე თქვენ სასურველ ფრენებზე შეხსენება დააყენოთ და ფასის ვარდნის შემთხვევაში სასწრაფო შეტყობინება მიიღოთ. ამ საიტებზე შეგიძლიათ მიუთითოთ თუ სად გსურთ უახლოს მომავალში წასვლა და დანარჩენს უკვე ტექნოლოგია გააკეთებს.
  5. ბოლო წამის შემოთავაზება
    Twitter-ზე გამოიწერეთ @SecretFlying და ბოლო წამის შემოთავაზებები არავითარ შემთხვევაში არ გამოგრჩებათ. ეს მომხმარებელი ყველაზე იაფფასიანი ბილეთების შესახებ პოსტავს და თუკი დროისა და მიმართულების თვალსაზრისით თავისუფალი ხართ, დიდი შანსია კარგ მოგზაურობას გამოკრათ ხელი.
  6. დაგეგმე შენი მოგზაურობა შენვე
    ფულის დაზოგვის საუკეთესო გზა მთელი მოგზაურობის საკუთარი ძალებით დაგეგმვაა. მართალია, ასე ბევრად მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ, ვიდრე მზა მზარეულზე წასვლის შემთხვევაში, თუმცა ტურისტული აგენტის გარეშე მოგზაურობა ბევრად უფრო ბიუჯეტური გამოგივათ და დაზოგილი თანხის უფრო სასიამოვნოდ დახარჯვას შეძლებთ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები