LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რჩევები: როგორ ვიპოვოთ დღიურად გასაქირავებელი ბინები თბილისში

281
area - fortuna - 715X400

ბინები დღიურად – ეს შეთავაზება ქართული უძრავი ქონების ბაზარზე არცთუ ისე დიდი ხანია გაჩნდა და საკმაოდ სწრაფი ტემპით აიღო სტარტი. მეტიც, ბინის დღიურად ქირაობა დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გარიგების ტიპია და პანდემიის პირობებში, გამორჩეული საშუალებაა განმარტოებისა თუ თვითიზოლაციისთვის. ახლა, როცა დასაქმებულების უმრავლესობა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზეა გადასული, საკმაოდ გაზრდილია მოთხოვნა ისეთ ბინებზე, სადაც ადამიანები შეძლებენ რამდენიმე დღით მაინც განმარტოვდნენ და მშვიდად იმუშაონ. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, ბინებს დღიურად თვითიზოლაციის პერიოდის გასატარებლადაც ქირაობენ.

პანდემიამდე, ამ სერვისით ძირითადად თავგადასავლებისა და მოგზაურობის მოყვარული ადამიანები და ის ახალგაზრდები სარგებლობენ, რომლებიც ბინებსა და სახლებს კონკრეტული წვეულებისთვის ქირაობდნენ. სანამ პანდემია დაატყდებოდა თავს მსოფლიოს და ჩვენს ქვეყანაში ტურისტები თავისუფლად შემოდიოდნენ, მოგზაურებიც ძალიან აქტიურად ქირაობდნენ ბინებს დღიურად.

როგორც წესი, მეპატრონეები ბინას არასრულწლოვნებზე არ აქირავებენ. სრულწლოვნების შემთხვევაში კი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ან სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტის სანაცვლოდ გადასცემენ ბინას და დათქმული ვადის ამოწურვის შემდეგ, დამქირავებელი თუ შეასრულებს ვალდებულებას –  ჩააბაროს დაზიანების გარეშე სახლი მეპატრონეს, ყველაფერი სასიამოვნო გამოცდილებით სრულდება.

რა ფასად შეიძლება ბინის ქირაობა დღიურად?

ფასები ბინის კეთილმოწყობისა და ადგილმდებარეობის მიხედვით იცვლება. მაგალითად, 3-4 ოთახიანი ბინის დღიური ფასი ვეძისში 100-125 ლარის ფარგლებში მერყეობს, სოლოლაკში  – 150-350 ლარის შუალედში, ისანში ერთი დღით 100-150 კვ. ფართის ბინის ქირაობის საფასური საშუალოდ 60 – 70 ლარიდან იწყება და 200-250 ლარამდე ადის. თუ თქვენთვის ადგილმდებარეობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და არ გაქვთ მოთხოვნა მაინცდამაინც ქალაქის ცენტრზე, მაშინ ვარკეთილში ბინას 30–50 ლარადაც იქირავებთ, თითქმის იგივე ფასებია გლდანშიც.

რაც შეეხება პრესტიჟულ უბნებს, ვაკეში 200 ლარიან ბინასაც ნახავთ და 700 ლარიანსაც. საბურთალოზე დღიური ღირებულების სასტარტო ფასი 70-80 ლარია, 450-500 ლარით კი ყველაზე ძვირადღირებული ქონებები ფასდება.

როგორ მოვძებნოთ ბინები დღიურად თბილისში?

თუ ჯერ კიდევ არ იცი, როგორ მოძებნო ბინები დღიურად, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა ეწვიო Area.ge. ესაა უძრავი ქონების თანამედროვე პალტფორმა, რომელიც სწორედ რომ თანამედროვე ადამიანებზეა მორგებული და აერთიანებს ყველა იმ შეთავაზებასა და სერვისს, რაც შეიძლება ბინის ყიდვის, თუ ქირაობის დროს დაგჭირდეთ. არეაზე მარტივად ირჩევ შენთვის სასურველი გარიგების ტიპს, ამ შემთხვევაში ეს იქნება „ბინები დღიურად“, გაფილტრავ შენთვის მნიშვნელოვანი ფაქტორების (ადგილმდებარეობა, კეთილმოწყობა, ოთახების რაოდენობა, საერთო ფართი და.ა.შ) მიხედვით და ერთ წამში თვალწინ გადაგეშლება დღიურად გასაქირავებელი ბინების ფართო არჩევანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g