ზუგდიდში, დედამთილისთვის ფულის მოპარვის ბრალდებით დაკავებულმა რძალმა, ნინო ჭითანავამ ფული დააბუნა.
პროკურატურის განმარტებით, დაკავებულმა ახალგაზრდა ქალმა დანაშაული მოინანია, რის გამოც მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და საქმე შეწყდა.
ბრალდებულმა ქალმა აღიარა, რომ ყოფილი ქმრის სახლიდან 4 140 ლარი მოიპარა
დედამთილისთვის ფულის მოპარვაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
„საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და საქმე დაიხურა. დაზარალებული თავად დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას. ბრალდებულმა აღიარა და მოინანია დანაშაული. შესაბამისად, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებაზე აღარ უმსჯელია. თანხა ამოღებულია და დაზარალებულს სრულად დაუბრუნდება“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ საქმეზე სასამართლო სხდომა გუშინ გაიმართა. დედამთილისთვის თანხის მოპარვაში ბრალდებული, 29 წლის ნინო ჭითანავა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას მოსამართლემ სამი წლის გამოსაცდელი ვადით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.
შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა, რასაც დაცვის მხარე სრულად დაეთანხმა.
თითის ანაბეჭდები რძალს ეკუთვნოდა.
ზუგდიდში რძალმა დედამთილს 5 ათასი ლარი მოჰპარა
ბრალდებულმა ქალმა აღიარა, რომ ყოფილი ქმრის სახლიდან 4 140 ლარი მოიპარა.
მოსამართლე დავით კეკენაძის გადაწყვეტილებით, ნინო ჭითანავა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.