LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალის პრეზიდენტს სასურველი ტრანსფერისთვის ბოზები მიუყვანეს

272

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესისთვის მეძავებით გამდიდრებული წვეულება მოაწყვეს, რათა ჟოფრი კონდოგბია მიეყიდათ.
„სამეფო კლუბის“ თავკაცი არ დაიბნა.

2013 წელს კომპანია Doyen Sports, რომელიც ფრანგ ფეხბურთელზე უფლების 50%-ს ფლობდა, ცდილობდა „სევილიას“ მოთამაშე მდიდარ კლუბებში მოეწყო. კლუბების ხელმძღვანელობა რომ დაერწმუნებინათ ჟოფრის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაეხადათ, Doyen Sports-მა 650 კვ/მ ფართობის მდიდრულ ბინაში წვეულება მოაწყო და ბოზებიც მიიწვია.

Football Leaks-ის მონაცემებით, Doyen-ის სპორტულმა დირექტორმა ნელიო ლუკასმა იმ საღამოს ვინმე არიფ ეფენდისგან შეტყობინება მიიღო: „მაიამიში ვარ. საღამო გიჟური გამოვიდა. რამდენიმე პრეზიდენტი მოვიწვიე. ფლორენტინოც მოვიდა. მაგარი ტიპია. მან ჰალსტუხი მოიხსნა და იცეკვა.“

2013 წლის ზაფხულში კონდოგბია 25,6 მლნ ევროდ „მონაკოში“ გადავიდა.
2015 წლიდან კი ნახევარმცველი მილანის „ინტერშია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g