LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალს და ატლეტიკოს ტრანსფერები აუკრძალეს

36

”ბარსელონას” შემდეგ კიდევ ორი ესპანური ბობოლას ჯერი დადგა: მადრიდულ კლუბებს – ”რეალს” და ”ატლეტიკოს” ტრანსფერები ეკრძალებათ.

ფიფამ გადაწყვიტა, რომ მადრიდელებს ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აუკრძალოს. ოფიციალური ინფორმაცია ფიფას ვებგვერდმაც გაავრცელა. ორივე კლუბი ფინანსურადაც დაჯარიმდა.

ფიფა მთელი წელი განიხილავდა “რეალისა” და “ატლეტიკოს” სატრანსფერო საქმიანობას. არსებული ვარაუდით, კლუბებმა 18 წლამდე ფეხბურთელთა ტრანსფერების წესი დაარღვიეს. აკრძალვა მომდევნო ორ სატრანსფერო ფანჯარაზე ვრცელდება, თუმცა კლუბებს სამი თვის განმავლობაში აპელაციის შეტანა შეუძლიათ.

სამეფო კლუბში ბუნებრივია არ ეთანხმებიან არცერთ ბრალდებას. ”რეალი” აპირებს აპელაციის შეტანას ყველა სპორტულ ინსტანციაში.

ამასთან, ესპანეთის უმაღლესმა საფეხბურთო ლიგამ (La Liga) გაუმართლებლად ხისტი უწოდა ფიფას გადაწყვეტილებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები