„სიყვარული ძალიან ხშირად ადამიანებს ეშლებათ ემოციებში, ანუ თუ ისინი განიცდიან რაღაც ემოციურ აღმაფრენას, ამას ეძახიან სიყვარულს“, – ამის შესახებ გადაცემაში „ახალი დღე“ სტუმრობისას ფსიქოლოგმა სალომე ფანჯიკიძემ ისაუბრა.
,,ნარცისიზმი, ანუ ძალიან მაღალი თვითშეფასება სინამდვილეში ეფუძნება ძალიან, უკიდურესად დაბალ თვითშეფასებას…“ – ფსიქოლოგი, სალომე ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი ამბობს, რომ ეს არის არა უბრალოდ სურვილი, არამედ ჟინი, რომ ყველას მოსწონდე და სწორედ ეს მდგომარეობა იწვევს ხშირად ადამიანის ტანჯვას.
ფსიქოლოგი ამბობს, რომ რეალური სიყვარული არის მოქმედება:
„სიყვარული ძალიან ხშირად ადამიანებს ეშლებათ ემოციებში. ანუ თუ ისინი განიცდიან რაღაც ემოციურ აღმაფრენას, ამას ეძახიან სიყვარულს. სინამდვილეში ეს შეიძლება იყოს ეიფორია, ვნება, მაგრამ რეალური სიყვარული არის მოქმედება – მოქმედებები, რომლებიც ყოველთვის გულისხმობს შენი თავის მიღმა მოქმედებას არა შენი სიამოვნებისთვის მოქმედებას, არამედ იმას რასაც შენ სხვა ადამიანისთვის გააკეთებ და ხშირად სხვა ადამიანისთვის რაღაცის გაკეთება გულისხმობს საკუთრის დათმობას. სიყვარულს შეგვიძლია დავარქვათ ამაგი, ზრუნვა, საკუთარი ეგოიზმის დათმობა“, – ამბობს ფსიქოლოგი.
