„ბექა რეანიმაციის განყოფილებიდან გადავიყვანეთ პალატაში. დავიწყეთ რეაბილიტაცია მათ შორის ფიზიკური. კიდურების, კუნთების ასამუშავებლად“, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, 16 ივნისს, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმისას დაზიანებული, 27 წლის მუსიკოსისა და სპორტსმენის, ბექა ონიანის დეიდა, ქეთი შერმადინი ავრცელებს.
როგორც ახალგაზრდა დეიდა ასევე აღნიშნავს, ბექას მეხსიერება ჯერ არ არის აღდგენილი, ვერ ხვდება სად არის და რატომ. ქეთი შერმადინის ინფორმაციით, მას ხანგრძლივი რეაბილიტაცია და კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება.
ბექა ონიანის დეიდა საზოგადოებას მხარდაჭერისა და ყურადღებისთვის მადლობას უხდის:
„რაღაც და ვიღაც კონკრეტული პერიოდულად ახსოვს. მარტივ კითხვებზე როცა შეუძლია გიპასუხებს მოკლედ. დეტალებზე თავს შევიკავებ რას განიცდის და რა ფიზიკურ მდგომარეობას ებრძვის.
დიდი ინტერესიდან გამომდინარე გიპასუხებთ, რომ ბექას წინ კიდევ ერთი ოპერაცია ელოდება. თავის ძვლის აღდგენა ან იმპლანტით შეცვლა. თუმცა ეს მოგვიანებით მოხდება. ზუსტად არ ვიცით როდის (ბექას მდგომარეობაზე არის დამოკიდებული).
„მეხუთე დღეა სიცოცხლისთვის იბრძვის! – ნებისმიერი შემოწირულობა მნიშვნელოვანი იქნება, დაწყებული 1 ლარიდან“ – კომპანია „ტენე“ საზოგადოებას მიმართავს
კომპანია „ტენე“, სადაც ბექა მარკეტინგის მენეჯერად მუშაობს, საზოგადოებას ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართავს და გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
ძალიან კარგი და მზრუნველი ზედამხედველობის ქვეშ არის. რაზეც უსაზღვრო მადლიერება გვინდა გამოვხატოთ. თავისი საქმის პროფესიონალი და საოცრად ყურადღებიანი ქირურგი ალექსანდრე დვალიშვილი ყავს.
მადლიერი ვართ თითოეული თქვენგანის, ვინც ლოცულობთ, ვისაც გიყვართ, გჯერათ, გულშემატკივრობთ, ვინც არ იცნობთ, მაგრამ სურვილი გაქვთ ბექა გამოჯანმრთელდეს (ასეთი საოცრად ბევრი ადამიანია არამარტო საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც), ვინც ფინანსურად ცდილობს ბექას დახმარებას.
თითოეული ადამიანის წინაშე უსაზღვრო მადლიერებას გამოვხატავთ თქვენი სურვილით, მხარდაჭერით ბექა აუცილებლად კარგად იქნება მადლობა თქვენ“. – წერს ქეთი შერმადინი.
შეგახსენებთ, რომ 18 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 27 წლის სპორტსმენსა და მუსიკოსზე – ბექა ონიანზე თავდასხმის ბრალდებით ივანე ტყეშელაშვილი დააკავა.
შსს-ის ცნობით, 1995 წელს დაბადებული პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების (სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი) ბრალდებითაა დაკავებული.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ივანე ტყეშელაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
ინფორმაცია ბექაზე❗გთხოვთ გაავრცელოთ🙏 ბექა რეანიმაციის განყოფილებიდან გადავიყვანეთ პალატაში. დავიწყეთ რეაბილიტაცია მათ…
Posted by Keto Shermadini on Thursday 29 May 2025