LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეანიმაციულ განყოფილებაში 269 კოვიდპაციენტი იმყოფება: გაბუნია

70
1

ქვეყნის მასშტაბით, რეანიმაციულ განყოფილებაში 269 კოვიდპაციენტი იმყოფება – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნიამ კოვიდსასტუმროებში მყოფთა რაოდენობაზე, საწოლფონდის რესურსზე, ასევე ვაქცინაციის მიმდინარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ყველაზე მაღალი იყო აცრების რაოდენობა – ჩატარდა 20 850 აცრა, რაც, მისი თქმით, ძალიან იმედისმომცემი მაჩვენებელია:

“ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებულია 6886 საწოლი, მათგან ჰოსპიტალში 6219 პაციენტი იმყოფება, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებაში არის 269 პაციენტი. 28 000-მდე ადამიანი ბინაზე მკურნალობას აგრძელებს და ნაწილი რჩება კოვიდსასტუმროებში.

კოვიდსასტუმროების მობილიზება გრძელდება. თბილისში დაახლოებით 500 ნომერია ამ ეტაპზე თავისუფალი და კიდევ ერთი ამდენი დაემატება უახლოეს პერიოდში იმისთვის, რომ კოვიდსასტუმროების მოცვა იყოს მაღალი.

ინტენსიურად გრძელდება ვაქცინაციის პროგრამა, გუშინ დაახლოებით 19 ათასი ჯავშანი გაიხსნა “ფაიზერზე”, უდიდესი ნაწილი თბილისში, რადგან თბილისზე მოთხოვნა ყველაზე მაღალია.

გასული 24 საათის განმავლობაში ასევე ყველაზე მაღალი იყო აცრების რაოდენობა, 20 850 აცრა ჩატარდა, რაც ძალიან იმედისმომცემი მაჩვენებელია და ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტად აქტიური გახდება ვაქცინაციის პროგრამა.” – თქვა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, კოვიდ-19-ის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 38 ადამიანი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g