LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეანომობილის აპარატურის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

400
lukaaa

რაჭიდან ქუთაისში რამდენიმე დღის წინ გადაყვანილი 16 წლის მოზარდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც “ფორტუნას” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ლუკა ფოფხაძე კვლავ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რჩება, რადგან იქ ყველა საჭირო აპარატურაა, რაც პაციენტის მართვისთვისაა აუცილებელი და შესაბამისად, მის ტრანსპორტირებაზე საუბარი არაა.

მკურნალი ექიმის მამუკა ნემსიწვერიძის ინფორმაციით, მოზარდი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს და მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი შეუძლოდ მწვავე ვირუსით, ზღვიდან დარუნების შემდეგ გახდა, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც თბილისში გადასაყვანად რეანომობილი გამოიძახეს. მოზარდის მამიდის, ფატი გოგოლაშვილის ინფორმაციით, გზაში რეანომობილის აპარატურა დაზიანდა, რამაც მდგომარეობის გართულება გამოიწვია. პაციენტი ტყიბულში კლინიკაში მიიყვანეს.

16 წლის მოზარდი, რომელიც ამბროლაურიდან გაფუჭებული რეანომობილით ქუთაისში ძლივს გადაიყვანეს, კომაშია

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო სკოლა აქვეყნებს ამბავს

მისივე თქმით, საჭირო გახდა მეორე რეანომობილის გამოძახება, რომელმაც სამი საათი დააგვიანა. მოზარდის ახლობლების მტკიცებით, რეანომობილის ექიმი გადაყვანაზე უარს ამბობდა, აცხადებდა, რომ მდგომარეობა იმდენად რთული იყო, გადაყვანა უშედეგო იქნებოდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო მოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში, დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი.

ქვეყნის მასშტაბით 80 ერთეული რეანომობილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g