„ესთეტიკ ლაბორატორის” რებრენდიგნი დასრულდა – კლინიკა ბაზარზე ოპერირებას „ფაბუ ლაბის” სახელით აგრძელებს და მომხმარებელს მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს.
როგორც „ფაბუ ლაბის” მთავარი ექიმი, ნატატო თავხელიძე ამბობს, „ესთეტიკ ლაბორატორიის” პირველი ფილიალი თბილისში 2015 წელს თბილისში გაიხსნა. კლინიკა აღჭურვილი იყო თანამედროვე აპარატურით და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის დერმატო-კოსმეტოლოგიური სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობდა. 2018 წელს კი დაიწყო კლინიკის რებრენდინგი, რომელიც ნოემბრის თვეში დასრულდა და კლინიკა „ფაბუ ლაბის” სახელით აგრძელებს ფუნქციონირებას.
„რებრენდინგის მიზანს მომსახურების სფეროს გაზრდა წარმოადგენდა. ამ წლების განმავლობაში კლინიკა დაკომპლექტდა მაღალკვალიფიცირებული ექიმებით, რომელთა სტაჟირება მუდმივად ხდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. კლინიკა ცდილობს ნებისმიერი სიახლე პროფესიულ დონეზე იქნას დანერგილი. თავდაპირველად კლინიკა 4 ექიმით იყო დაკომპლექტებული. დღესდღეობით კი ჩვენთან 15 ექიმი მუშაობს. „ფაბუ ლაბში” შესაძლებელია ლაზერული ეპილაციის მომსახურების მიღება ალექსანდრიტის (უახლესი 2018 წლის ამერიკული) და დიოდის გერმანული ლაზერით. აღსანიშნავია, რომ ჩვენი დერმატო-კოსმეტოლოგებისგან ნებისმიერი პაციენტი იღებს უფასო კონსულტაციას”, – აცხადებს „ფაბუ ლაბის” მთავარი ექიმი, ნატატო თავხელიძე.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკა „ფაბუ ლაბში” შესაძლებელია შემდეგი მომსახურების მიღება:
- ნაოჭების გასწორება ინექციური მეთოდით ( ბოტოქსით)
- ბიორევიტალიზაცია
- პლაზმო ლიფტინგი
- სახისა და დეკოლტეს მეზოთერაპია ( როგორც ინექციური ასევე არაინექციური მეთოდით)
- მეზოთერაპია თმის ცვენის შესაჩერებლად და სამკურნალოდ
- სახის ლიმფოდრენაჟული ლიფტინგი, მასაჟი
- ქიმიური პილინგი
- აპარატურული ზედაპირული წმენდა
- აპარატურული ღრმა წმენდა
- კონტურული მაკიაჟი
რაც შეეხება ფასებს, „ფაბუ ლაბის” მთავარი ექიმის განმარტებით, კლინიკა ცდილობს, საქართველოს ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით, შეინარჩუნოს ოპტიმალური ფასები და მოსახლეობის საშუალო ფენას მოერგოს. ამასთან, „ფაბუ ლაბში” განსაკუთრებელი ფასებით სარგებლობენ სტუდენტები- ისინი სტუდენტური მოწმობის წარდგენისას, სხვადასხვა ფასდაკლებას იღებენ.