„თქვენ მოკალით ჩემი შვილი“ – სწორედ ასე იწყება ენ ლემლის წერილი, რომელიც კომპანია Red Bull-ში მივიდა. ქალბატონის თქმით, 2014 წელს, 44 წლის უილიამის გული სწორედ ენერგეტიკული სასმელის დალევის შედეგად გაჩერდა, შესაბამისად ის სიმართლის დამტკიცებას სასამართლოს საშუალებით ეცდება.
ენ ლემლი დარწმუნებულია, რომ Red Bull-ში იციან, რომ სასმელი სასიკვდილოდ სახიფათოა, თუმცა, ისინი მომხმარებლებს ამის შესახებ არ აფრთხილებენ.
სარჩელში ქალბატონი ამტკიცებს, რომ „კოფეინის ტოქსიკური რაოდენობისა და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების“ მიღების შემდეგ, უილიამს გული გაუჩერდა. მან ასევე რამდენიმე სამედიცინო დასკვნაც მოიყვანა მაგალითად, სადაც ნათქვამია, რომ მსოფლიოში ცნობილი სასმელი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
„Red Bull-ს არასოდეს გაუფრთხილებია თავისი კლიენტები იმ რისკებზე, რაც მის დალევას შეიძლება მოჰყვეს, მათ შორის არის ჰიპერტონია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები“ – აცხადებს ენი, რომელიც კომპანიისგან ზარალის ასანაზღაურებლად 35 მილიონ დოლარს ითხოვს.
Red Bull-ის წარმომადგენელს აღნიშნულ სიტუაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.