Red Hot Chili Peppers-მა ახალი სინგლის „Dark Necessities“ შესახებ გააკეთა ანონსი. კოლექტივის წევრების თქმით, სიმღერა ლიდ-სინგლი გახდება მათი ახალი სტუდიური ალბომისთვის, რომელზე მუშაობაც ამჟამად მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფის ბოლო დისკი „I’m with You“ 2011 წლის აგვისტოში გამოვიდა და Billboard 200-ის მეორე პოზიციამდე ასვლაც შეძლო.